პრემიერლიგა: ვინ ვის როგორ უგებს?

AutoSharing Option
„ჩელისიმ“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო, მას უკვე „მანჩესტერ იუნაიტედი“ წამოეწია - ჩემპიონმა და ლიდერმა შემოდგომის დასაწყისსა და შუაში მოპოვებული დიდი უპირატესობა სრულიად გაფლანგა და შაბათს, ამ საქმეში, ბირმინგემის „სენტ ენდრიუზე“ ლომის წილი მასპინძელთა მეკარებ ბენ ფოსტერმა დაიდო. ალექს მაკლიშის გუნდმა ლი ბოიერის მიერ პირველი ტაიმის მე-17 წუთზე გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვა. ცნობისათვის: ბოიერს თითქმის ერთი წელიწადი გოლი არ ჰქონდა გატანილი.

სტატისტიკის მოყვარულებს თამაშზე ცხადი წარმოდგენა ოქმიდანაც შეექმნებოდათ: მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბირმინგემმა“ კარში 3-ჯერ დაარტყა, „ჩელსიმ“ კი 32-ჯერ. ვფიქრობთ, მარტო ეს
მონაცემია საკმარისი იმის წარმოსადგენად თუ რა ხდებოდა მოედანზე, სიტყვით კი დავამატებთ, რომ ფოსტერმა ის შეცდომა, რომელიც გასული კვირის შუაში ფრანგებთან სანაკრებო შეხვედრაში დაუშვა, ხუთმაგად და ათმაგად გამოასწორა. სტატისტიკა იმასაც ამბობს, რომ დასავლეთ ლონდონელებს ზედიზედ 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ აღარ წაუგიათ.

მატჩის შემდეგ „ჩელსის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა: „მე უკვე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ მათ საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დაკარგონ, რადგან საამისოდ საბაბი არ აქვთ - ჩემმა გუნდმა მშვენივრად ითამაშა. რასაკვირველია, ცუდად მიეწყო ერთმანეთს: წინა შეხვედრაში „სანდერლენდთან“ ცუდად ვითამაშეთ, ახლა ისევ წავაგეთ, მაგრამ, დღეს წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ჩვენ მხოლოდ ორი მიზეზის გამო დავმარცხდით: არ გაგვიმართლა და ბენ ფოსტერმა საოცრად ითამაშა.

საერთოდ, პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატი ძალიან უცნაურად მიმდინარეობს. გუნდებს უპირატესობის მოპოვებისა და შენარჩუნების შესანიშნავი შესაძლებლობები ეძლევათ, ისინი კი მარცხდებიან. აი, მაგალითად, ჩვენ დღეს წავაგეთ, მაგრამ წააგეს სხვებმაც...“

სიტყვაში „სხვებმა“ რასაკვირველია „არსენალი“ იგულისხმება. აბა, სწორედ არსენ ვენგერის ბიჭებმა წააგეს თუ წააგეს - შინ, „ემირეიტ სთედიუმზე“ „ტოტენჰემს“ 2:0-ს უგებდნენ და სამი გოლის გაშვება მოახერხეს. სამირ ნასრიმ და მარუან შამახმა ჩრდილო ლონდონელები დააწინაურეს და მათ ეს უპირატესობა რომ შეენარჩუნებინათ, დღეს პირველ ადგილზე იქნებოდნენ, მაგრამ „სფურზმა“ საოცარი რამ შეძლო - გუნდმა, რომელსაც „არსენალი“ მის მოედანზე 1992 წლიდან ანუ რაც პრემიერლიგა არსებობს მხოლოდ ერთხელ ჰყავდა დამარცხებული (1993 წლის მაისში) თამაშის ბედი თავის სასიკეთოდ შემოატრიალა. ჯერ გარეთ ბეილმა გაიტანა, შემდეგ სესკ ფაბრეგასმა სრულიად გაუგებარი მიზეზით თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და რაფაელ ვან დერ ვაარტმა პენალტი დაარტყა ზუსტად, ხოლო ბოლოს იუნეს ქაბულმა თავით გამარჯვებისა შეაგდო - „მეთოფეებს“ შინ ზედიზედ ორი მარცხი 13 წლის განმავლობაში არ ეწვნიათ.

„სფურზის“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა თამაშის შემდეგ განაცხადა: „ამ ჩემპიონატში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერი წინ არის. „ჩელსი“ ისეთი ძლიერი აღარ არის როგორიც ადრე იყო, „მანჩესტერ იუნაიტედიც“ სამი-ოთხი წლის წინანდელთან შედარებით დასუსტებულია. აქამდე ისინი დაუმარცხებლები იყვნენ, ახლა კი ყველას შეუძლია ერთმანეთისთვის ქულების წართმევა. სწორედ ამაზე ველაპარაკე ჩემს ბიჭებს „არსენალთან“ შეხვედრისთვის რომ ვამზადებდი. ვინ თქვა, რომ მათ ჩემპიონობა არ შეუძლიათ?“

არსენ ვენგერს კი ხმა ჰქონდა ჩაწყვეტილი. პრესკონფერენციაზე მხოლოდ რამდენიმე ფრაზის წალუღლუღება მოახერხა:
„ჩახედეთ ამ თამაშების სტატისტიკურ მონაცემებს. ჩემთვის, მაგალითად, გაუგებარია, რატომ წავაგეთ. ალბათ, რარაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ,რაღაც მომენტში შევცდით, რაღაც მომენტში კი უბრალოდ, ბედმა ზურგი გვაქცია. ამ თამაშის ანალიზი მიჭირს. ვერაფერს გეუბნებით, იმიტომ, რომ მართლა არ მესმის, რატომ დავმარცხდით აი, თუნდაც ამ შეხვედრაში“.
ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იხეირა - „უიგანი“ მაინცდამაინც ძლიერი გუნდი ისედაც არ არის და კიდევ, მეორე ტაიმის შუაში ორი ფეხბურთელი გაუგდეს მოედნიდან. უიგანელებს მეტი სიბრძნე რომ გამოევლინათ ამ, ეგრეთწოდებულ „უსაგნო და უსაფუძვლო“ წითელ ბარათებს არ მიიღებდნენ, თუმცა ამ შეხვედრის ყველაზე უფრო თვალშისაცემი მომენტი, ალბათ, მაინც უეინ რუნის საქმეში დაბრუნება იყო. სხვათაშორის, რუნის შეეძლო თავისი დაბრუნება მეტად ეფექტური გაეხადა, მაგრამ გოლის გატანის დიდებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

„უიგანის“ პლუსად კი იმის თქმა შეიძლება, რომ თამაში ყოჩაღად დაიწყეს და ანგარიშეს გახსნაც შეეძლოთ, მაგრამ ნემანია ვიდიჩის შეცდომით ხორდი გომესმა ვერ ისარგებლა.

„დღეს კარგი დღე გვქონდა, აქ საკამათო არაფერია - თქვა სერ ალექს ფერგიუსონმა - დილით რომ გეთქვათ, საღამოს „ჩელსისთან“ ერთად პრემიერლიგის ლიდერობა თუ გაწყობსო, რასაკვირველია დაგთანხმდებოდით. საქმე ის არის, რომ ზუსტად ვიცით, გაზაფხულზე ჩვენ გაცილებით უკეთ ვითამაშებთ და ამიტომ, ახლანდელი ტურებისგან მაქსიმუმის გამოწურვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.

გარდა გამარჯვებისა, ამ შეხვედრაში ფერგიუსონი „ოლდ ტრეფორდის“ რეაქციითაც დარჩა კმაყოფილი - მაყურებელმა რუნი კარგად მიიღო, რაც სექტემბეტ-ოქტომბრის ცნობილი ამბების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ბოლტონმა“ „ნიუკასლი“ შავ დღეში ჩააგდო, 5:1 მოუგო. გამარჯვებულთა თავკაცმა ოუენ კოილმა ფორვარდის, ამ შეხვედრაში ორი
გოლის ავტორის, შვედი იოან ელმანდერის საუცხოო თამაში აღნიშნა. როგორც ჩანს ელმანდერი ოთხი დღით ადრე ქალიშვილის შეძენით გახლდათ უსაზღვროდ ბედნიერი და ფრთაშესხმული. „კაჭკაჭთაგან“ მაინც გაიტანა ენდი ქეროლმა.

„ლივერპულმა“ კი დიდებულად ჩააბარა ტესტი, რომლისთვისაც ასეც შეიძლებოდა გვეწოდებინა: რისი შემძლეა ეს გუნდი სტივენ ჯერარდის გარეშე?

ანგარიში გლენ ჯონსონმა გახსნა, ეს კი ის ფეხბურთელია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ როი ჰოჯსონის ხელში „ლივერპული“ საშინლად მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს. ამ სიტყვების შემდეგ ხალხი არც კი ელოდა, რომ ჰოჯსონი ჯონსონს ათამაშებდა, მაგრამ პირიქით მოხდა: ჯონსონი „წითლების“ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ და, როგორც გითხარით მან გოლიც გაიტანა. მატჩის შემდეგ ჰოჯსონმა თქვა:

„ვფიქრობ, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ხალხმა ჯონსონის ნათქვამი მთლად სწორად ვერ გაიგო და ზედმეტი აჟიოტაჟი ატეხა. ეს იყო ქარიშხალი ჩაის ჭიქაში“.

თავად ჯონსონმა კი სიხარულით აღნიშნა: „რად მინდა მწვრთნელის შენიშვნა, განა თავად არ ვიცოდი, რომ კარგად ვერ ვთამაშობდი? ექვსი თუ შვიდი თამასის გამოტოვების შემდეგ მოედანზე დაბრუნებამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა“.

კარლოს ტევესმა კი ყოფილ მწვრთნელს მარკ ჰიუზს, რომელიც დღეს „ფულჰემს“ უდგას სათავეში, მკაცრად მიუთითა თუ რა განსხვავებაა პრემიერლიგის ოთხეულის გუნდებსა და დანარჩენებს შორის - ისტლენდელებმა „კრეივენ კოტეჯზე“ „ფულჰემი“ 4:1 დაჯაბნეს და ლიდერს სამი ქულითღა ჩამორჩებიან. ამ შეხვედრას ტრიბუნიდან არც მეტი არც ნაკლები დიეგო მარადონა ადევნებდა თვალს და ვინ იცის ტევესი ამითაც გახლდათ აღტაცებული - ორი გოლის გარდა მან შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელობაც დაიმსახურა.

მომდევნო ტური:
27 ნოემბერი. ასტონ ვილა-არსენალი, ბოლტონი-ბლექპული, ევერტონი-ვესტ ბერომვიჩი, ფულჰემი-ბირმინგემი, მანჩესტერ იუნაიტედ-ბლექბერნი, სტოკი-მანჩესტერ სიტი, ვესტ ჰემი-უიგანი, ვულვზი-სანდერლენი; 28 ნოემბერი. ნიუკასლი-ჩელსი, ტოტენჰემი-ლივერპული.


ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური
არსენალი-ტოტენჰემი 2:3
არსენალი (4-4-2): ფაბიანსკი, სანია, სკილაჩი, კოშელნი, კლიში, სონგი, დენილსონი, ნასრი (77. როსიცკი), არშავინი (77. უოლკოტი), ფაბრეგასი, შამახი (68. ვან პერსი)
ტოტენჰემი (4-4-2): გომესი, ჰატონი, გალასი, ქაბული, ასუ-ეკოტო, ლენონი (45. დეფო), ჯენასი, მოდრიჩი, ბეილი, ვან დერ ვაარტი (88. პალასიოსი), პავლიჩენკო (74. კრაუჩი)
გოლები: 1:0 ნასრი (9), 2:0 შამახი (27), 2:1 ბეილი (50), 2:2 ვან დერ ვაარტი (67-პენ), 2:3 ქაბული (85)
გაფრთხილება: სანია, დენილსონი, კოშელნი - ვან დერ ვაარტი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 19-17; კარში დარტყმა: 15-13 (4-5); თამაშგარე: 5-2  ბურთის ფლობა: 61%-39%,
მაყურებელი: 60 102

ბირმინგემი-ჩელსი 1:0
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი, კარი, რ. ჯონსონი, ს. დანი, რიჯუელი, ფერგიუსონი, ბოიერი, ლარსონი, ფეჰეი, ჯერომი, ჟიგიჩი (72. ჰლები)
ჩელსი (4-3-3): ჩეხი, ფერეირა (65. ბოსინგვა), ივანოვიჩი, ალექსი, ე. კოული, რამირესი (72. სტარიჯი), მიკელი, მალუდა, ანელკა, დროგბა, კალუ
გოლები: 1:0 ბოიერი (17)
გაფრთხილება: რიჯუელი, ფეჰეი
კუთხური: 4-16; ჯარიმა: 10-3; კარში დარტყმა: 3-32 (1-9); თამაშგარე: 0-0  ბურთის ფლობა: 38%-62%,
მაყურებელი: 24 357

ბლექპული-ვულვზი 2:1
ბლექპული (4-4-2): კინგსონი, ერდლი, კეთკარტი, ივეტი, ს. კრეინი (90. დ. კრეინი), ვუგანი, ადამი, ფილიპსი (65. ფილიპსი), ვერნი, კემპბელი, ჰერევუდი (65. ტეილორ-ფლეტჩერი)
ვულვზი (4-5-1): ჰანემანი, ფოული (29. მილიაში), სტირმენი, ბერა, ელოკობი, ჰენრი (60. ს. ფლეტჩერი), მენსიენი, ჯერვისი, ჰანტი (45. ებანკს-ბლეიკი), ჯონსი, დოილი
გოლები: 1:0 ვერნი (3), 2:0 ჰერევუდი (44), 2:1 დოილი (86)
გაფრთხილება: ჰენრი, ბერა
კუთხური: 4-11; ჯარიმა: 5-11; კარში დარტყმა: 13-23 (4-9); თამაშგარე: 5-2  ბურთის ფლობა: 44%-56%,
მაყურებელი: 15 922

ბოლტონი-ნიუკასლი 5:1
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი, რიკეტსი, კეჰილი, ნაითი, რობინსონი, მუამბა, ჰოლდენი, ლი (86. როდრიგო), ტეილორი (78. მ. პეტროვი), კ. დევისი, ელმანდერი (80. კლასნიჩი)
ნიუკასლი (4-4-2): კრული, სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი, გათრი (71. რუთლიჯი), ნოლანი, სმიტი, ხონასი (77. ს. კემპბელი), ამეობი (72. ლოვენკრანდსი), ქეროლი
გოლები: 1:0 კ. დევისი (18-პენ), 2:0 ლი (39), 3:0 ელმანდერი (50), 3:1 ქეროლი (52), 4:1 ელმანდერი (72), 5:1 კ. დევისი (90-პენ)
გაფრთხილება: ლი - ნოლანი, სანჩესი
გაძევება: კოლოჩინი (76-ნიუკასლი)
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 13-12; კარში დარტყმა: 21-7 (8-4); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 203

მანჩესტერ იუნაიტედი-უიგანი 2:0
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი, რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ნანი, დ. ფლეტჩერი, ქერიკი (65. ერნანდესი), პარკი (56. სქოულზი), ობერტანი, მაკედა (56. რუნი)
უიგანი (4-4-2): ალ ჰაბსი, გუჰური, კოლდუელი, ალკარასი, ფიგეროა, სტამი (80. მაკარტური), ტომასი, დიამე, ნ’ზოგბია (80. დი სანტო), გომესი (58. მოზესი), როდალეგა
გოლები: 1:0 ევრა (45), 2:0 ერნანდესი (77)
გაფრთხილება: ალკარასი, დიამე
გაძევება: ალკარასი (59-უიგანი), როდალეგა (61-უიგანი)
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 11-16; კარში დარტყმა: 16-11 (7-4); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 74 181

ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 0:3
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): კერსონი, იარა, იბანიესი, ტამასი, მ. ჩეხი, ბერნსი (66. ტჩოი), მულუმბუ (80. დორანსი), შარნერი, ჯ. ტომასი, მორისონი (56. კოქსი), ოდემვინგე
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი, უილკინსონი, შოუკროსი, ჰუთი, კოლინზი, პენანტი (12. თუნჩაი), დილეპი, უაიტჰედი, ეზერინგტონი (79. უოლტერსი), კ. ჯონსი, ფულერი (83. უილსონი)
გოლები: 0:1 ეზერინგტონი (55-პენ), 0:2 უოლტერსი (85-პენ), 0:3 უოლტერსი (90)
კუთხური: 8-3 ჯარიმა: 10-11; კარში დარტყმა: 19-8 (6-5); თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 24 164

ლივერპული-ვესტ ჰემი 3:0
ლივერპული (4-4-2): რეინა, გ. ჯონსონი, კარაგერი, შკრტელი, კონჩესკი, კუიტი, მეირელეში (83. შილვი), პოულსენი, მაქსი როდრიგესი, ნგოგი (74. აურელიო), ტორესი (85. ბაბელი)
ვესტ ჰემი (4-3-3): გრინი, იაკობსენი, გებიდონი, აპსონი, ილუნგა (76. ტომკინსი), ნობლი, ბოა მორტე, კოვაჩი, პიქვიონი, კ. კოული (69. მაკარტი), ობინა (45. ბარერა)
გოლები: 1:0 გ. ჯონსონი (18), 2:0 კუიტი (27-პენ), 3:0 მაქსი როდრიგესი (38)
გაფრთხილება: ნობლი (72)
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 7-11; კარში დარტყმა: 23-8 (8-1); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 43 024

ბლექბერნი-ასტონ ვილა 2:0
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი, სალგადო, სამბა, ნილსენი, ჟივე (45. შიმბონდა), ე-ჰ დიუფი, ფ. ჯონსი, პედერსენი (72. გულონი), ჰოილეტი (64. მ-ბ დიუფი), რობერტსი, დანი
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი, ლ. იანგი, რ. დანი, კლარკი, უორნოკი, ე. იანგი, ჰოგი (81. ჰერდი), ბენანი, დაუნინგი, აირლენდი (68. პირესი), აგბონლაჰორი (78. დელფუნესო)
გოლები: 1:0 პედერსენი (45), 2:0 პედერსენი (66)
გაფრთხილება: კლარკი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 15-11; კარში დარტყმა: 17-16 (4-4); თამაშგარე: 1-2;  ბურთის ფლობა: 39%-61%,
მაყურებელი: 21 848

ფულჰემი-მანჩესტერ სიტი 1:4
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი, ბეირდი, ჰიუზი, ჰანგელანდი, სალსიდო, ს. დევისი, დ. მერფი, ეტუჰუ (64. კამარა), დაფი (45. გერა), დემპსი, ე. ჯონსონი
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი, საბალეტა, კ. ტურე, კომპანი, კოლაროვი, ი. ტურე, დე იონგი, ბერი (82. ვიეირა), სილვა (89. მილნერი), ტევესი (78. ა. ჯონსონი), ჟო
გოლები: 0:1 ტევესი (6), 2:0 საბალეტა (32), 0:3 ი. ტურე (35), 4:0 ტევესი (56), 4:1 გერა (70)
გაფრთხილება: ეტუჰუ, ე. ჯონსონი - საბალეტა
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 15-17; კარში დარტყმა: 15-11 (2-6); თამაშგარე: 2-3  ბურთის ფლობა: 45%-55%,
მაყურებელი: 25 694

1. ჩელსი 14 9 1 4 28:9 28        
2. მანჩესტერი 14 7 7 0 28:15 28        
3. არსენალი 14 8 2 4 28:15 26
4. სიტი 14 7 4 3 19:11 25       
5. ბოლტონი 14 5 7 2 26:20 22    
6. ტოტენჰემი 14 6 4 4 21:19 22        
7. სანდერლენდი 13 4 7 2 15:13 19        
8. სტოკი 14 6 1 7 18:18 19        
9. ლივერპული 14 5 4 5 16:17 19        
10. ნიუკასლი 14 5 3 6 22:21 18
11. ბლექბერნი 14 5 3 6 17:18 18          
12. ბლექპული 14 5 3 6 21:27 18    
13. ასტონ ვილა 14 4 5 5 15:20 17      
14. ბირმინგემი 14 3 7 4 15:17 16        
15. ვესტ ბრომვიჩი 14 4 4 6 16:25 16        
16. ევერტონი 13 3 6 4 14:13 15        
17. ფულჰემი 14 2 8 4 14:17 14        
18. უიგანი 14 3 5 6 10:23 14        
19. ვულვზი 14 2 3 9 14:25 9        
20. ვესტ ჰემი 14 1 6 7 11:25 9

ბომბარდირები: 9 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 8 - ქეროლი (ნიუკასლი), ელმანდერი (ბოლტონი); 7 - მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი); 6 - ტ. კეჰილი (ევერტონი), ბენტი (სანდერლენდი), ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), დროგბა (ჩელსი), შამახი (არსენალი), დევისი (ბოლტონი), ვან დერ ვაარტი; 5 -კალუ (ჩელსი), ასამოა (სანდერლენდი), ტორესი (ლივერპული), ბეილი (ტოტენჰემი), ჰერევუდი (ბლექპული).


ინგლისი. ჩემპიონატი. XVIII ტური
ბარნსლი-პორტსმუთი 1:0
1:0 ჰემილი (13)

ბრისტოლი-ლესტერი 2:0
1:0 პიტმენი (57), 2:0 კლერკსონი (90)

კარდიფი-ნოტინგემი 0:2
0:1 მაკგუგანი (23), 0:2 ბლექსტოკი (84)

ქოვენთრი-ბარნლი 1:0
1:0 დოილი (57)

დერბი-სკანთორპი 3:2
1:0 სივკა (3), 1:1 ფორტი (27), 2:1 კომონსი (37), 3:1 მური (59), 3:2 ო’კონორი (75)

დონკასტერი-სუონსი 1:1
1:0 ჰეიტერი (16), 1:1 რენგელი (90)

ჰალი-იფსვიჩი 1:0
1:0 კორენი (77)

მიდლსბრო-მილუოლი 0:1
0:1 პანჩიონი (25)

ნორვიჩი-ლიდსი 1:1
0:1 გრედილი (13), 1:1 ბერნეტი (65)

ქუინზ პარკი-პრესტონი 3:1
1:0 ჰალსი (4), 2:0 ტაარაბტი (56), 3:0 ტაარაბტი (84), 3:1 კონოლი (88 ს.კ.)

უოტფორდი-რედინგი 1:1
0:1 ჰანტი (15), 1:1 დინი (40)

შეფილდი-კრ. პალასი 3:2
0:1 დენსი (18), 1:1 კრისუელი (39), 1:2 ვუგანი (63), 2:2 ევანსი (85), 3:2 ბოგდანოვიჩი (87)

  თ   მ    ფ     წ      ბ        ქ
1. ქუინზ პარკი 18 10 8 0 33:8 38        
2. კარდიფი 18 11 3 4 33:18 36        
3. სუონსი 18 10 3 5 23:14 33        
4. დერბი 18 9 3 6 32:21 30        
5. ლიდსი 18 8 4 6 32:32 28        
6. ნოტინგემი 18 6 9 3 21:16 27        
7. დონკასტერი 18 7 6 5 30:28 27        
8. ნორვიჩი 18 7 6 5 27:25 27        
9. ქოვენთრი 18 8 3 7 25:23 27        
10. ბარნლი 18 6 8 4 28:22 26        
11. რედინგი 18 6 7 5 28:22 25        
12. ბარნსლი 18 7 4 7 24:29 25        
13. იფსვიჩი 18 7 3 8 20:22 24        
14. უოტფორდი 18 6 5 7 32:30 23        
15. მილუოლი 18 6 5 7 21:21 23        
16. პორტსმუთი 18 6 4 8 24:26 22        
17. ლესტერი 18 6 4 8 23:31 22        
18. შეფილდ იუნ. 18 6 4 8 16:24 22        
19. ჰალი 18 5 6 7 15:21 21        
20. სკანთორპი 18 6 2 10 23:30 20        
21. ბრისტოლ სიტი 18 5 5 8 19:28 20        
22. მიდლსბრო 18 5 2 11 17:27 17        
23. კრ. პალასი 18 5 2 11 22:35 17        
24. პრესტონი 18 4 2 12 23:38 14 

ბომბარდირები: 13 - ბოთროიდი (კარდიფი); 10 - კომონსი (დერბი); 9 - მაკგუგანი (ნოტინგემი), იუელუმო (ბარნლი);  8 - მეკი (ქუინზ პარკი), ბეკიო (ლიდსი), სინკლერი (სუონსი), ტაარაბტი (ქუინზ პარკი); 7 - ჰემილი (ბარნსლი), გრემი (უოტფორდი), პერკინი (პრესტონი), კინგი (ლესტერი); 6 -კოპინგერი (დონკასტერი), ლოურენსი (პორტსმუთი), მორისონი (მილუოლი), შარპი (დონკასტერი), სომა (ლიდსი), სორდელი (უოტფორდი), ჰეიტერი (დონკასტერი).


პირველი ლიგა. XVII ტური
ბრაიტონი-ბრისტოლი 2:2, ჩარლტონი-იეოვილი 3:2, კოლჩესტერი-ჰარტლპული 3:2, დაგენჰემი-ოლდჰემი 0:1, ჰადერსფილდი-ექსეტერი 0:1, ლეიტონი-ბურნმუთი 2:2, მილტონი-შეფილდ უენსდი 1:4, ნოთს ქაუნთი-ტრანმერი 0:1, პლიმუთი-ბრენტფორდი 1:2, როჩდეილი-სუინდონი 3:3, საუთჰემპტონი-პიტერბორო 4:1, უოლსოლი-კერლისლი 2:1

მეორე ლიგა. XVII ტური
ბარტონი-ბერი 1:3, ეკრინგტონი-სტივენიჯი 1:0, ოლდერშოტი-ჩესტერფილდი 0:2, ბერნეტი-ნორთემპტონი 4:1, ბრედფორდი-მაკლსფილდი 0:1, ჩელტენჰემი-მორკეიმბი 1:1, ქრუ-როტერჰემი 0:1, ლინკოლნი-ჰერეფორდი 3:1, ოქსფორდი-ჯილინგემი 0:1, პორტ ვეილი-უაიკომბი 2:1, შრუსბერი-საუთენდი 1:1, სტოკპორტი-თორგუეი 1:1

კონფერენსი. XX ტური
ბათი-ფლიტვუდი 1:1, კემბრიჯი-ტემუორთი 3:3, ქროული-ელტრინჩემი 7:0, გეიტსჰედი-ფორესტ გრინი 1:1, გრიმსბი-ბეროუ 1:1, კიდერმინსტერი-ისტბერნი 2:1, ლუტონი-ჰისტონი 5:1, მენსფილდი-ჰეიესი 3:2, ნიუპორტი-საუთპორტი 2:0, რაშდენი-იორკი 0:4, ვრექსჰემი-დარლინგტონი 2:1, უიმბლდონი-კეტერინგი 3:2

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული