ივუდ პარკს სახელს გადაარქმევენ

AutoSharing Option

“ბლექბერნის” ახალ მფლობელებს კლუბის სტადიონისთვის ახალი სახელწოდების შერჩევა სურთ. ინდური “კომპანია” “ვენკისი”, რომლის მფლობელობაშიც “ბლექბერნი” ამ ცოტა ხნის წინ გადავიდა, აპირებს, რომ “ივუდ პარკს” ან “ვენკისი”, ანაც რომელიმე სპონსორის სახელი უწოდოს.

“ჩვენი უახლოესი ამოცანა “ბლექბერნის” პრესტიჟის ამაღლებაა. დროა, ამ მიმართულებით უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. სტადიონისთვის სახელის გადარქმევა კლუბს მეტ შემოსავალსაც მოუტანს და გარდა ამისა, “ბლექბერნის” სახელს მთელ მსოფლიოში გაიგებენ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კლუბის პოპულარიზაცია ინდოეთში უნდა განვახორციელოთ”, - აცხადებს “ვენკისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანურაჰდი დესაი.


ფერდინანდს ლიგა

გაუცდება
სერ ალექს ფერგიუსონის განცხადებით, რიო ფერდინანდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში გლაზგოს “რეინჯერსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, ეს მატჩი ზეგ გაიმართება.

“ფერდინანდს კვლავაც საზარდულის ტრავმა აქვს და გლაზგოში ამ მიზეზით ვერ წამოვა. კარგად მესმის, რომ ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ უმჯობესი იქნება, ნაკრებები კლუბების ინტერესებს უფრო მეტად თუ გაითვალისწინებენ”, - თქვა “მანიუს” თავკაცმა.


ბენტლი ფულემში, იჯარით
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე “ტოტენჰემის” 26 წლის ნახევარმცველი დევიდ ბენტლი იჯარის წესით კარიერას “ფულემში” გააგრძელებს. ეს უკანასკნელი “დეზებში” საკუთარი პოზიციებით უკმაყოფილოა – მიმდინარე პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, აქედან ერთი შეცვლაზე. თუკი “ფულემში” თავს გამოიჩენს, სეზონის ბოლოს ალბათ, მის გამოსყიდვაზეც დაიწყება მოლაპარაკებები.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული