ლონდონის "არსენალი" ქარიმ ბენზემას სანაცვლოდ 27 მილიონ ფუნტს ამზადებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" მადრიდის "რეალის" 25 წლის თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

Daily Express-ის ცნობით, ინგლისელი "მეთოფეები" საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელში 27 მილიონი ფუნტის გადახდას არიან ყაბულს და შესაბამის წინადადებასაც ამზადებენ.

თუკი მხარეები შეთანხმდებიან, გარიგება მომავალ ზაფხულს შედგება.

მიმდინარე სეზონში კი ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული