დამაკმაყოფილებელი ფრე

AutoSharing Option


ყმაწვილმა დენი უილბეკმა სანდერლენდელი გულშემატკივრის გასახარად მე-14 ტურის ბოლო შეხვედრაში ორი გოლი კი შეაგდო, მაგრამ ლივერპულიდან ჩამოსული სტუმრების ესპანელმა ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ გაქვითა. „ევერტონმა“ მასპინძლებს შეხვედრის დასაწყისსა და ბოლოში გაუტანა – მე-6 წუთზე ანგარიში ტიმ კეჰილმა გახსნა. და მაინც, ამ ფრის წყალობით „სანდერლენდი“ მე-7 ადგილზეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუნდმა გასული სეზონის პირველ 10 გუნდთან უკვე ითამაშა, ასე რომ ჩვენს წინაშე უკვე ობიექტური სურათია.

19 წლის უილბეკმა შკყ შპორტს 1-ს განუცხადა: „ძალიან გული დაგვწყდა სამი ქულა რომ ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ მშვენივრად

ვითამაშეთ და 2:2 რომ შევინარჩუნეთ, ესეც ძალიან კარგი იყო. ჩვენ ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი უნდა დავინახოთ და ახალი ბრძოლებისთვის განვეწყოთ“.

უილბეკისგან განსხვავებით, მწვრთნელმა სტივ ბრუსმა თქვა, რომ „ევერტონთან“ ფრით კმაყოფილია:
„ჩვენ დღეს პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით და მართალი გითხრათ თამაში ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ისე გამოვყოჩაღდით, რომ წინაც გავედით. საბოლოოდ 2:2 სამართლიან შედეგად მიმაჩნია“.
სტუმრების თავკაცმა დევიდ მოიესმა კი განაცხადა: „ბოლოწამს დიდებული მომენტი გავუშვით ხელიდან. ასეთ სიტუაციებში ჩვეულებრივ გოლი გაგვაქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად არ გაგვიმართლა. საბოლოოდ, შედეგით მაინც კმაყოფილი ვართ, რადგან „სანდერლენდთან“ სტუმრად ფრე ძალიან კარგი შედეგია“.


სანდერლენდი-ევერტონი 2:2
სანდერლენდი (4-4-2): გორდონი, ონუოჰა, ტერნერი, ა. ფერდინანდი, ბერდსლი, ზენდენი (69. მალბრანკი), ჰენდერსონი (85. ალ მუჰამადი), კატერმოული, რიჩარდსონი, ბენტი, უილბეკი
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი, ფ. ნევილი, ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი, კოულმენი (66. როდუელი), ჰეიტინგა (83. ბეკფორდი), არტეტა, ტ. კეჰილი, პიენაარი, საა (82. იაკუბუ)
გოლები: 0:1 ტ. კეჰილი (6), 1:1 უილბეკი (23), 2:1 უილბეკი (70), 2:2 არტეტა (83)
გაფრთხილება: ჰეიტინგა, როდუელი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 6-8; კარში დარტყმა: 14-13 (4-7); თამაშგარე: 2-5  ბურთის ფლობა: 46%-54%,
მაყურებელი: 37 331

1. ჩელსი 14 9 1 4 28:9 28        
2. მანჩესტერი 14 7 7 0 28:15 28        
3. არსენალი 14 8 2 4 28:15 26
4. სიტი 14 7 4 3 19:11 25       
5. ბოლტონი 14 5 7 2 26:20 22    
6. ტოტენჰემი 14 6 4 4 21:19 22        
7. სანდერლენდი 14 4 8 2 17:15 20        
8. სტოკი 14 6 1 7 18:18 19        
9. ლივერპული 14 5 4 5 16:17 19        
10. ნიუკასლი 14 5 3 6 22:21 18
11. ბლექბერნი 14 5 3 6 17:18 18          
12. ბლექპული 14 5 3 6 21:27 18    
13. ასტონ ვილა 14 4 5 5 15:20 17
14. ევერტონი 14 3 7 4 16:15 16          
15. ბირმინგემი 14 3 7 4 15:17 16        
16. ვესტ ბრომვიჩი 14 4 4 6 16:25 16        
17. ფულჰემი 14 2 8 4 14:17 14        
18. უიგანი 14 3 5 6 10:23 14        
19. ვულვზი 14 2 3 9 14:25 9        
20. ვესტ ჰემი 14 1 6 7 11:25 9

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული