ბრიტანეთში მატჩების ჩაწყობისთვის ფეხბურთელები დაიჭირეს [VIDEO]

AutoSharing Option
"ტელეგრაფის" ცნობით, ბრიტანულმა პოლიციამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში სინდიკატი გამოააშკარავა, რომელიც საფეხბურთო მატჩების ჩაწყობით იყო დაკავებული.

"ტელეგრაფი" იუწყება, რომ 6 ადამიანია დაკავებული.

ეროვნული კრიმინალური სააგენტოს ოფიცრებმა 6 კაცი დააკავეს ბოლო ორ დღეში. მათ შორის სულ მცირე, სამი ფეხბურთელია.

ერთ-ერთი დაკავებულია დელროი - ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო აგენტია.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აზიური სინდიკატის ერთი ცნობილი წევრი ამ სამი კვირის წინ ჩავიდა ბრიტანეთში და სამშაბათს ის ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა.

მან აღიარა, რომ ინგლისის დაბალი ლიგების მატჩების შედეგის "გამოცნობა"
50 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძლება.

ეს ბრიტანეთში პირველი შემთხვევაა, როცა პოლიციას აქვს აშკარა მტკიცებულებები მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებით.

"ჩვენი მიზანია, აღვკვეთოთ საერთაშორისო სინდიკატის მოქმედება ბრიტანეთში. სააგენტო მუშაობს შეთანხმებულად ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან და შესაბამის კომისიასთან", - აცხადებენ კრიმინალურ სააგენტოში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუუ, საქართველოში თამაშების ჩაწყობისთვის რომ იჭერდნენ, ბევრი დარჩება გარეთ?
merabi
05:19 29-11-2013
0

სიახლეები პოპულარული