არსენალი ჰანდანოვიჩით დაინტერესდა

AutoSharing Option
არსენ ვენგერი გამალებით ეძებს ახალ მეკარეს. მისი ინტერესების სფეროში მოხვდა იტალიური "უდინეზესა" და სლოვენიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი სამირ ჰანდანოვიჩი. ლონდონის "არსენალის" მწვრთნელ-მენეჯერი სამხრეთაფრიკულ მუნდიალს თავიდანვე ესწრება და თავისი გუნდის პოტენციურ ახალწვეულებს ინტენსიურად აკვირდება.

ჯერჯერობით, უცნობია, რა თანხას შესთავაზებს "არსენალი" "უდინეზეს" ჰანდანოვიჩის სანაცვლოდ. ამ უკანასკნელმა გასული სეზონის სერია ა-ში 37 მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული