რაიან ბაბელმა თითი „ლივერპულის“ ყოფილი მწვრთნელისკენ, რაფა ბენიტესისკენ გაიშვირა –თუკი ამ გუნდში ვიწვალე და ვიჯახირე სულ ესპანელის ბრალიაო. 23 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი „აიაქსიდან“ „ლივერპულში“ 2007 წელს 10 მილიონ ფუნტად გადავიდა, მაგრამ, საყოველთაო აზრით, მასში ფულის გადახდა გამართლებული არ გამოდგა. სწორედ ამ საკითხზე სალაპარაკოდ გამოიყენა თავდამსხმელმა ჩვენში ნაკლებად პოპულარული სოციალური ქსელი თწიტტერ-ი, სადაც გასულ ზაფხულს „ინტერში“ გადასულ სპეციალისტზე ილაპარაკა.
ბაბელი ამბობს, რომ კოჭის, ფეხისა და ორთავა კუნთის ტრავმების შემდეგ ბენიტესი მას ვარჯიშებზე დამატებით დატვირთვის საშუალებას არ აძლევდა. ფორვარდი წერს:
„ჩვენი ყოფილი
დღე ისე არ გავიდოდა ბენიტესისთვის დამატებითი ვარჯიში არ მეთხოვა, რამდენჯერმე მის ზურგსუკანაც ვცადე რაღაცის მოხერხება, მაგრამ ამ საქმიდანაც არაფერი გამომივიდა. არადა, „აიაქსში“ სულ სხვა რამეს ვიყავი დაჩვეული. იქ, ამსტერდამში გუნდური ვარჯიშების შემდეგ ვრჩებოდით და ჯამში „ლივერპულთან“ შედარებით 1-2 საათით მეტი გამოგვდიოდა მოედანზე ყოფნა“.
ამასობაში კი „ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი სანაკრებო შეხვედრაში ნატკენ ორთავა კუნთს იშუშებს და, როგორც ამბობენ, ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება მოედანზე. შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა ფეხი საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში იტკინა, რასაც სკანდალიც კი მოჰყვა, რადგან ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო „ლივერპულის“ ხელმძღვანელებს ფეხბურთელის მე-60 წუთზე გამოცვლას დაპირდა. მერსისაიდელები ჩივილსაც აპირებდნენ, მაგრამ განზრახვაზე თავად ჯერარდის თხოვნით აიღეს ხელი.
„სტივენი მოედანზე დაბრუნების იდეით შეპყრობილია, ვერ ითმენს ისე უნდა რაც შეიძლება მალე გავიდეს მოედანზე. სტივენი ჩქარობს, რადგან არ სურს მის გარეშე გუნდი წაფორხილდეს, მაგრამ მე ამ ეტაპზე პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ და მირჩევნია ის საფუძვლიანად გამოჯანმთელდეს. მთავარია, მას ნატკენი კუნთი საბოლოოდ დაუამდეს, დანარჩენი კი მოესწრება“.
რაც შეეხება „წითლების“ დანიელ მცველს, 25 წლის დანიელ აგერს, კლუბის მედიკოსთა ხელმძღვანელის დოქტორ პიტერ ბრუკნერის თქმით ის მოედანს ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაუბრუნდება. ჯერარდისა არ იყოს აგერიც სანაკრებო შეხვედრის დროს დაშავდა – მყესი იტკინა, რაც ოქტომბრის ამბავი გახლავთ. შესაბამისად, გამოვიდა, რომ აგერს „ლივერპულის“ ფორმა სექტემბერში „სანდერლენდთან“ 2:2-ის შემდეგ აღარ სცმია. ბრუკნერი ბრძანებს, რომ დანიელი ახლა უკვე სწრაფი გამოჯანმრთელების გზაზე დგას და შობის დღესასწაულის დღეებში მწყობრში იქნება, ეს კი მნიშვნელოვანი შეხვედრების პერიოდია.
„აგერს ცოტა უჩვეულო ტრავმა აქვს – ბრძანა ექიმმა – ათასში ერთხელ, მირტყმის შედეგად მყესში სისხლის კოლტი ჩნდება და ჩვენს მცველსაც მაინცდამაინც ეს დაემართა. ვფიქრობ, მოედანზე დაბრუნებამდე მან კიდევ სამი კვირა უნდა იმკურნალოს. ორგანიზმს დაახლოებით ერთი თვე სჭირდება გამაგრებული ადგილი რომ გაიწოვოს“.