![](https://sportall.ge/pictures/image5/21be39d26f32b782e912deeabb927458.jpg)
"ჩვენი თავდამსხმელებისგან ნამდვილად არ მოველით იმას, რომ სეზონში 25-30 გოლს გაიტანენ, მაგრამ ტორესისა და ბას 2-2 გოლი ძალიან ცოტაა.
იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ისინი შედეგს გააუმჯობესებენ. მომწონს ის, თუ როგორ ირჯება ფერნანდო ბურთის გარეშე. ის ყოველთვის დაძაბულობაში ამყოფებს მეტოქეებს.
მაგრამ ტორესი იმ ტიპის მოთამაშე არაა, რომელიც თამაშს ამწვავებს, როდესაც ბურთს მოწინააღმდეგის კარისგან ზურგით მდგომი იღებს", - თქვა მოურინიომ.