ემანუელ ადებაიორი: ანდრე ვილაშ-ბოაში პატივს არ მცემდა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ემანუელ ადებაიორმა ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდიდან წასვლის შემდეგ სიხარული არ დამალა.

ბოაშის წასვლის შემდეგ პირველივე მატჩში "საუთჰემპტონთან" (3:2) ტოგოელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა.

"ძალიან მიჭირდა. როცა მივდიოდი სავარჯიშოდ და ვხედავდი, რომ მწვრთნელი გუნდში არ მხედავდა, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. ვაკეთებდი იმას, რასაც მწვრთნელი მეუბნებოდა. ბედმა მოთმინებისთვის დამსაჯა. ახლა მუშაობას ვაგრძელებ დ ბედნიერი ვარ.

მადლობა ახალ მწვრთნელს და თანაგუნდელებს, რომლებმაც თავდაჯერებულობა დამიბრუნეს. არ შემეძლო მათთვის და ფანებისთვის იმედები გამეცრუებინა",
- თქვა ადებაიორმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული