პეტრ ჩეხი: ნოიერმა შესაძლოა კასილიასის მეფობას ბოლო მოუღოს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მეკარემ, პეტრ ჩეხმა განაცხადა, რომ ფიფას სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის პრეტენდენტად მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერს, მანუელ ნოიერს მიიჩნევს.

"ბაიერნმა" მოიგო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა. ამიტომ მგონია, რომ ნოიერმა შესაძლოა კასილიასის მეფობას ბოლო მოუღოს. მე კი მიხარია, რომ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი.

ვინმეს არჩევა ყოველთვის რთულია, ადამიანები სხვადასხვა ჩემპიონატში თამაშობენ. გამარჯვება ნამდვილი ბედნიერებაა და ვინც უნდა მოიგოს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს დამსახურებული იქნება",
- თქვა ჩეხმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩეხიც უდიდესი მეკარეა... 5-6 წელია, ვცდილობ, დაშვებული შეცდომა ვიპოვო მაგისი და მარტო ერთხელ შევძელი, ევროპის ჩემპიონატზე, საფრანგეთისგან რომ გაუშვა მგონი.
ლაშა
17:26 24-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული