უეინ რუნი: პირველ გაშვებულ გოლში დამნაშავე მე ვარ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა უეინ რუნიმ, რომელმაც 150-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, აღნიშნა, რომ "ჰალმა" ანგარიში მისი შეცდომის შედეგად გახსნა.

26 დეკემბერს გამართულ პრემიერლიგის XVIII ტურის მატჩში "იუნაიტედმა" "ჰალ სითი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის დებიუტში ჯეიმს ჩესტერმა და დევიდ მეილერმა "ვეფხვებს" კომფორტული უპირატესობა მოაპოვებინეს, მაგრამ იმავე ჩესტერის ავტოგოლმა, ასევე, კრის სმოლინგისა და უეინ რუნის ზუსტმა დარტყმებმა, მასპინძლებს თუნდაც ქულის აღების შანსიც მოუსპო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუნისთვის ეს პრემიერლიგაში 150-ე გოლი იყო და ის მეორეა ტიერი ანრის შემდეგ, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში ერთი კლუბის მაისურით
გატანილი გოლების რაოდენობით 150-იან ნიშნულს უწია.

"მატჩი საშინლად დავიწყეთ. ორი გოლი გავუშვით, რამაც გვაიძულა, მებრძოლი ხასიათი გვეჩვენებინა. საბედნიეროდ, ეს მოვახერხეთ და ასეთ თამაშში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მეტოქის მეორე გოლის შემდეგ პასუხის სწრაფად გაცემა გვმართებდა. საერთოდ, დაცვაში ცუდად ვირჯებოდით, პირველი გოლის ეპიზოდში კი სულაც მე ვარ დამნაშავე - გამექცა ჩესტერი, რომელმაც კუთხურის შემდეგ გაიტანა"
, - აქვეყნებს რუნის ნათქვამს Sky Sports-ი.

"ბოქსინგ დეის" პერიოდში "წითელ ეშმაკებს" თამაში "ნორვიჩთან" (28 დეკემბერს) და "ტოტენჰემთან" (1 იანვარს) უწევთ.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური: პირველი აკორდები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული