მანუელ პელეგრინი: 3:2 მოკრძალებულია, ჩვენი უპირატესობა უფრო დიდი იყო [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურისა და 2014 წლის პირველ მატჩში "სუონსიმ" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. უელსური კლუბი 21 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზეა, ხოლო მანუელ პელეგრინის "სიტი" 44 ქულით მე-2 ადგილზეა.

მე-14 წუთზე მცველებმა უხეიროდ მოიგერიეს კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი და ფერნანდინიომ ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმი სრულდებოდა, როცა ვილფრიდ ბონიმ ანგარიში თავურით გაათანაბრა.

58-ე წუთზე იაია ტურემ კვლავ წინ გაიყვანა სტუმრები, ხოლო 8 წუთში ალექსანდარ კოლაროვმა მესამე გოლი გაიტანა - მცველმა ნახევარი მინდორი გაირბინა და წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია.

უკვე მსაჯის მიერ
დამატებულ დროში ბონის მიერ დუბლის შესრულება აღარაფერს ნიშნავდა - თავსხმა წვიმაში 3 ქულა პელეგრინის გუნდმა მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "ეს ჩვენთვის ძალზე კარგი შედეგია. "სუონსი" ძალიან ძლიერია შინ. ამიტომაც ჩვენთვის ამ გამარჯვებას დიდი ფასი აქვს. პირველ ტაიმში "სიტიმ", უბრალოდ, ბრწყინვალედ ითამაშა.

ჩემი აზრით, ბონის პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ვაგრძელებდით მეტოქის შევიწროებას, რამაც შედეგი მალე გამოიღო. მაინც მწყდება გული, რომ ბოლო წუთზე გოლი გავუშვით, რადგან 3:2 ჩვენს უპირატესობას ვერ ასახავს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული