"ნაპოლი" "ჩელსის" გონსალო იგუაინს 50 მილიონ ფუნტადაც არ უთმობს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" "ნაპოლის" გონსალო იგუაინის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

ბრიტანული პრესის ცნობით, ამით ნეაპოლიტანური კლუბის ხელმძღვანელობამ ყველას მიანიშნა, რომ არგენტინელი ფორვარდი არ იყიდება. თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის "ჩელსის", იტალიელებს მეორე, უფრო სარფიანი წინადადებით მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ იგუაინი "ნაპოლიში" მადრიდის "რეალიდან" გასულ ზაფხულს, 37 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

26 წლის ფორვარდმა იტალიის სერია A-ს 16 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული