სერხიო აგუერო მწყობრში ორ კვირაში ჩადგება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო საბოლოოდ ორ კვირაში გამოჯანმრთელდება.

შეგახსენებთ, რომ აგუერომ ტრავმა 14 დეკემბერს, ლონდონის "არსენალთან" (6:3) შეხვედრაში მიიღო და ვარაუდობდნენ, რომ ფეხბურთელი 4-8 კვირას გამოტოვებდა.

ახლა კი გაირკვა, რომ აგუერო მოედანს "კარდიფთან" ინგლისის ჩემპიონატის მატჩში დაუბრუნდება, რომელიც 18 იანვარს გაიმართება.

მიმდინარე სეზონში აგუერომ პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული