შეგახსენებთ, რომ აგუერომ ტრავმა 14 დეკემბერს, ლონდონის "არსენალთან" (6:3) შეხვედრაში მიიღო და ვარაუდობდნენ, რომ ფეხბურთელი 4-8 კვირას გამოტოვებდა.
ახლა კი გაირკვა, რომ აგუერო მოედანს "კარდიფთან" ინგლისის ჩემპიონატის მატჩში დაუბრუნდება, რომელიც 18 იანვარს გაიმართება.
მიმდინარე სეზონში აგუერომ პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით