დაიჭირა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბლექბერნი“ და 7:1 მოუგო [VIDEO]! რა უნდა ვილაპარაკოთ ამ თამაშზე? ასეთი თამაშის გარჩევა, საერთოდ, შეიძლება? ანდა შვიდი გოლის აღწერას აქვს რაიმე აზრი? ვფიქრობთ, არა, თუმცა შაბათ დღეს „ოლდ ტრეფორდზე“ ანგარიშის გარდა თვალშისაცემი კიდევ დიმიტარ ბერბატოვის გატანილი გოლების რაოდენობა იყო - 5! აი, რამდენი შეაგდო ბულგარელმა, რომელსაც თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე უწოდეს კაცი, რომელმაც მასში გადახდილი ფული ვერ გაამართლა. სტატისტიკიდან: რაც ინგლისის ჩემპიონატის პირველი ლიგა პრემიერლიგად გადაკეთდა და დამოუკიდებელი არსებობა დაიწყო ერთ შეხვედრაში ხუთი გოლი სამ კაცს, ენდი
ცნობისთვის: ბერბატოვს 16 ოქტომბრის შემდეგ „იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში ნათამაშები არ ჰქონდა. რად უნდა ლაპარაკი, რომ ბულგარელმა ფეხბურთელმა თამაშის მერე ბურთს ხელი დაავლო და შინ წაიღო.
„უეინი რომ დაბრუნდა დიდებულია, - თქვა ბერბატოვმა - მან იცის როგორ ვთამაშობ მე, მე ვიცი როგორ თამაშობს ის და ერთმანეთს საუცხოოდ ვუგებთ. არც კი მჯერა, ხუთი გოლი რომ გავიტანე. ერთ თამაშში ხუთჯერ ადრეც გამიტანია, მაგრამ ეს ბულგარეთში, დიდი ხნის წინ მოხდა. პრემიერლიგაში ასეთი რამის გაკეთება ცოტა სხვაა და ენდი კოულისა და ალან შირერის კამპანიაში თავის ამოყოფაც უდიდესი პატივია“.
ბერბატოვისა და რუნის ერთობლივ მოქმედებებზე გაამახვილა ყურადღება „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმაც, რომელმაც დასძინა, რომ მოწინააღმდეგის მეკარეს პოლ რობინსონს ერთ ეპიზოდში საუცხოოდ რომ არ ეთამაშა ბულგარელი მეექვსესაც შეაგდებდა.
ტიტულის მაძიებელთაგან გაიმარჯვა „არსენალმაც“, რომელიც ბირმინგემის „ვილა პარკზე“, მეორე ტაიმში მასპინძელთა გამძვინვარებას გადაურჩა [VIDEO]. შესვენებამდე ისე ჩანდა, რომ „მეთოფეებმა“ „ასტონ ვილას“ კარში ორი გოლის გატანით საქმე მოამთავრეს, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში ჟერარ ულიეს გუნდი, რომელსაც ათი საუკეთესო ფეხბურთელი დაშავებული ჰყავს, სრულიად გარდაისახა და ორი შეაგდო. მასპინძლების ორ გოლს შორის „არსენალმა“ ერთიც შეაგდო - მარუან შამახმა მიმდინარე სეზონში თავისი მეშვიდე გოლი გაიტანა - ბოლოს კი, მსაჯის წამატებულში, ჯეკ უილშირმა მეოთხეც დაამატა, მაგრამ „ვილას“ გამგელება არ უნდა დავუკარგოთ.
„ვფიქრობ ბოლო წუთებში გარკვეული არასდროს არაფერია, განსაკუთრებით ბოლო ტურის შემდეგ. იმ ეპიზოდში შამახმა კარგი პასი ჩამაწოდა და მეც ძალიან ბედნიერი ვარ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი რომ გავიტანე“ - თქვა 18 წლის უილშირმა.
თავისი ბიჭების თამაშით ძალიან კმაყოფილი გახლდათ არსენ ვენგერი. მან თქვა:
„ეს უქმეები ჩვენთვის კარგად დაიწყო. ჩვენი თამაში ტურში პირველი იყო და საშუალება მოგვეცა დანარჩენი გუნდებისთვის მშვიდად გვედევნებინა თვალი. ჩვენ კარგად ვითამაშეთ ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ როგორიც „ასტონ ვილაა“.
აი, „მანჩესტერ სიტის“ კი ბედი არ სწყალობს: სტოკში მიკა რიჩარდსის მიერ 81-ე წუთზე გატანილი შესანიშნავი გოლით 1:0-ს იგებდა, მაგრამ... მსაჯის წამატებულ წუთებზე მეტიუ ეზერინგტონმა გაქვითა. როგორი გოლი შეაგდო რიჩარდსმა? იმ ეპიზოდში დარტყმაზე მთავარი ის იყო თუ როგორ ჩამოიტოვა მანჩესტერელმა დენი კოლინზი - კარისკენ ზურგით მდგომმა ბურთი ფეხებს შორის გაატარა და უცბათ შემოტრიალდა, რითაც წინ სივრცე გამოაჩინა. შემდეგ იგი ბურთს შეჰყვა და დაბლა, შორეულ კუთხეში დაარტყა. ხოლო, რაც შეეხება მასპინძლების გოლს, ეს უკვე ისტლენდელების დაცვის შეცდომის ბრალი იყო - თუნჩაის ქუსლურ პასს სტუმრები მოუმზადებლები შეხვდნენ...
„არა უშავს, სეზონის დამთავრებამდე დიდი დროა - თქვა მატჩის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ - ყველა გუნდისთვის ყველა თამაში რთულია და ასე გაგრძელდება ბოლომდე. დღეს, შედარებით ცუდ მოედანზე კარგი გამოცდა მოგვიწყვეს. მეორე ტაიმში ჩემმა ბიჭებმა შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშეს. აშკარად ვიმსახურებდით გამარჯვებას და ამიტომ შედეგით ძალიან უკმაყოფილო ვარ“.
შაბათის თამაშებიდან ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ „სამკვდრო საციცოცხლოდ“ წოდებული მატჩი ბოლო სამეულში ჩავარდნილებს, „ვესტ ჰემსა“ და „უიგანს“ შორის. ლონდონელებმა 3:1 მოიგეს. კლუბის ხელმძღვანელობამ ამ შეხვედრის დევიზად ასეთი რამ მოიფიქრა: „გადავარჩინოთ სეზონი“! ვფიქრობთ, ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა გადაარჩინეს მთელი სეზონი ავრამ გრანტმა და მისმა შეგირდებმა თუ ვერა, მაგრამ მატჩის შემდეგ მასპინძელთა ებრაელი მწვრთნელი გახარებული რომ იყო ფაქტია:
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და რაც მთავარია დამაჯერებლად ვითამაშეთ. განსხვავება ამ და წინა შეხვედრებს შორის ის იყო, რომ დღეს გავიმარჯვეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თორემ საკეთებელს წინა მატჩებშიც ვაკეთებდით“.
„ჩელსი“ ნიუკასლში, პირველი ტამის მიწურულს, მსაჯის წამატებულ წუთებზე, სალომონ კალუმ გადაარჩინა - ენდი ქეროლის მიერ მე-6 წუთზე გატანილი გოლი გაქვითა. ასე გადარჩა ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მესამე დამარცხებას ბოლო 11 წელიწადში პირველად.
ამ შეხვედრის შედეგად „ლურჯებმა“ რომელთა მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ხმათა თანახმად მეპატრონე რომან აბრამოვიჩი ზაფხულზე პეპ გვარდიოლათი უპირებს შეცვლას, მეორე ადგილზე გადაინაცვლეს და... ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვეს.
დაბოლოს, „ტოტენჰემმა“ „ლივერპული“ აარონ ლენონის მიერ მსაჯის წამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა, მაგრამ ალალი იყო. თავად განსაჯეთ, ჯერ იყო და, პირველ ტაიმში, ლონდონელებმა წამყვანი ფეხბურთელები დაკარგეს - რაფაელ ვან დერ ვაარტი დასაწყისშივე დაშავდა იონ ქაბული კი 36-ე წუთზე. გარდა ამისა, ჯერმაინ დეფოს პენალტით შეეძლო გოლის გატანა და ვერ მოახერხა.
ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური
ასტონ ვილა-არსენალი 2:4
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - ლ. იანგი, დანი, კოლინზი, უორნოკი - დაუნინგი, ბენანი (86. ჰერდი), კლარკი, პირესი (45. დელფუნესო), ე. იანგი - კარეუ (66. აირლენდი).
არსენალი (4-4-2): ფაბიანსკი - სანია, კოშელნი, სკილაჩი, კლიში - როსიცკი (90. დჟურუ), სონგი, უილშირი, არშავინი (85. დენილსონი) - ნასრი (85. გიბზი), შამახი.
გოლები: 0:1 არშავინი (39), 0:2 ნასრი (45), 1:2 კლარკი (52), 1:3 შამახი (56), 2:3 კლარკი (71), 2:4 უილშირი (90)
გაფრთხილება: კლარკი - შამახი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 10-7; კარში დარტყმა: 7-20 (4-7); თამაშგარე: 3-3 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 38 544
ბოლტონი-ბლექპული 2:2
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - რიკეტსი, ნაითი, გ. კეჰილი, რობინსონი - ლი (60. როდრიგო), მ. დევისი, მუამბა (70. კლასნიჩი), ტეილორი (60. მ. პეტროვი) - კ. დევისი, ელმანდერი.
ბლექპული (4-3-3): კინგსონი - ერდლი, ივეტი, კეთკერტი, კრეინი - გრენდინი (88. ჩერნი), ადამი, ვუგანი - ტეილორ-ფლეტჩერი (84. ორმეროდი), ვერნი (86. საუთერნი), კემპბელი.
გოლები: 0:1 ივეტი (28), 0:2 ვერნი (57), 1:2 მ. პეტროვი (76), 2:2 მ. დევისი (89)
გაფრთხილება: რობინსონი, მუამბა - ადამი, ვუგანი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 8-16; კარში დარტყმა: 32-17 (10-6); თამაშგარე: 0-3 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 25 851
ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 1:4
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - ენიჩიბე (61. როდუელი), არტეტა, ჰეიტინგა (55. ბეკფორდი), პიენაარი - ტ. კეჰილი, იაკუბუ (56. საა).
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): კერსონი - ხარა, ტამასი, შარნერი, მ. ჩეხი - ბრანტი (90. ბერნსი), დორანსი (74. რიდი), მულუმბუ, მორისონი, ჯ. ტომასი (66. ტჩოი) - ოდემვინგე.
გოლები: 0:1 შარნერი (16), 0:2 ბრანტი (26), 1:2 ტ. კეჰილი (42), 1:3 ტჩოი (76), 1:4 მულუმბუ (87)
გაფრთხილება: ბეკფორდი - ბრანტი, დორანსი, მულუმბუ
გაძევება: არტეტა (58) - მულუმბუ (88)
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 13-19; კარში დარტყმა: 11-9 (3-5); თამაშგარე: 1-4; ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 35 237
ფულჰემი-ბირმინგემი 1:1
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ბეირდი, ჰანგელანდი, ჰიუზი, სალსიდო (24. პენტსილი) - გერა, ეტუჰუ, მერფი, ს. დევისი (73. ე. ჯონსონი) - დემპსი, კამარა.
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი - კარი, ს. დანი, რ. ჯონსონი, რიჯუელი - ლარსონი, ბოიერი, ფერგიუსონი, ფეჰეი (85. მერფი) - ჰლები (61. ჟიგიჩი), ჯერომი.
გოლები: 0:1 ლარსონი (20), 1:1 დემპსი (53)
გაფრთხილება: დემპსი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 12-10; კარში დარტყმა: 19-8 (6-2); თამაშგარე: 6-3; ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 24 351
მანჩესტერ იუნაიტედი-ბლექბერნი 7:1
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი - რაფაელი, ვიდიჩი (64. ევანსი), რ. ფერდინანდი, ევრა - ნანი, ანდერსონი, ქერიკი, პარკი (72. ობერტანი) - რუნი, ბერბატოვი.
ბლექბერნი (4-5-1): რობინსონი - სალგადო, ნილსენი, სამბა, შიმბონდა - ემერტონი (52. კიმბა), დ. დანი, გულონი (28. ჰოილეტი), ფ. ჯონსი, ე-ჰ დიუფი (52.მორისი) - რობერტსი.
გოლები: 1:0 ბერბატოვი (2), 2:0 პარკი (23), 3:0 ბერბატოვი (27), 4:0 ბერბატოვი (47), 5:0 ნანი (48), 6:0 ბერბატოვი (62), 7:0 ბერბატოვი (70), 7:1 სამბა (83)
გაფრთხილება: სალგადო, ე-ჰ დიუფი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 6-7; კარში დარტყმა: 17-5 (9-2); თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 74 850
სტოკი-მანჩესტერ სიტი 1:1
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი (63. უილსონი), ჰუთი, შოუკროსი, კოლინზი - პენანტი (45. თუნჩაი), დილეპი, უაიტჰედი, ეზერინგტონი - კ.ჯონსი, ფულერი (76. უოლტერსი).
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, კ. ტურე, კოლაროვი - მილნერი (83. ა. ჯონსონი), დე იონგი, ბერი - სილვა, ბალოტელი (90. ჟო), ტევესი.
გოლები: 0:1 რიჩარდსი (81), 1:1 ეზერინგტონი (90)
გაფრთხილება: დილეპი,უილსონი - ტევესი, რიჩარდსი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 9-10; კარში დარტყმა: 20-11 (4-4); თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 27 405
ვესტ ჰემი-უიგანი 3:1
ვესტ ჰემი (4-4-2): გრინი - იაკობსენი (51. უ. რიდი), აპსონი, ტომკინსი, გებიდონი - ბარერა, პარკერი (84. კოვაჩი), ბეჰრამი, სტანისლასი - პიქვიონი (77. კოული), ობინა.
უიგანი (4-5-1): ალ ჰაბსი - სტამი, კოლდუელი, გოჰური, ფიგეროა - ნ’ზოგბია, დიამე, გომესი (62. მოზესი), ჰ. ტომასი (68. უოტსონი), კლივერლი - დი სანტო (61. ბოსელი).
გოლები: 1:0 ბეჰრამი (34), 2:0 ობინა (56), 3:0 პარკერი (75), 3:1 კლივერლი (86)
ვერ გაიტანა პენალტი: ბოსელი (64)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 9-8; კარში დარტყმა: 16-11 (5-4); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 34 178
ვულვერჰემპტონი-სანდერლენდი 3:2
ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი - ზუბარი, ელოკობი, სტირმენი, უორდი - ფოული, მილიაში, მენსიენი (80. ებანკს-ბლეიკი), დ. ჯონსი (63. ჰანტი), ჯერვისი - დოილი.
სანდერლენდი (4-4-2): გორდონი - ონუოჰა, ა. ფერდინანდი, მენსა (82. ალ მუჰამადი), ბერდსლი - ზენდენი (56. ასამოა), ჰენდერსონი (56. მოლბრანკი), კეტერმოლი, რიჩარდსონი - ბენტი, უილბეკი.
გოლები: 1:0 ფოული (50), 1:1 ბენტი (67), 1:2 უილბეკი (77), 2:2 ჰანტი (81), 3:2 ებანკს-ბლეიკი (89)
გაფრთხილება: უორდი, ელოკობი - კეტერმოლი, რიჩარდსონი, მენსა
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 12-11; კარში დარტყმა: 19-16 (7-6); თამაშგარე: 5-5; ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 25 112
ნიუკასლი-ჩელსი 1:1
ნიუკასლი (4-4-2): კრული, სიმპსონი, კემპბელი, ტეილორი, სანჩესი, რუტლიჯი, ტიოტე, გათრი, ხონასი, ამეობი (78. რეინჯერი), ქეროლი
ჩელსი (4-3-3): პ. ჩეხი, ბოსინგვა, ივანოვიჩი, ალექსი, ე. კოული, რამირესი, მიკელი (80. სტარიჯი), მალუდა, კალუ, ანელკა, დროგბა
გოლები: 1:0 ქეროლი (6), 1:1 კალუ (45)
გაფრთხილება: ტიოტე, გათრი - რამირესი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 6-7; კარში დარტყმა: 3-13 (2-6); თამაშგარე: 1-1 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 46 469
ტოტენჰემი-ლივერპული 2:1
ტოტენჰემი (4-5-1): გომესი - ჰატონი, ქაბული (36. ბასონგი), გალასი, ასუ-ეკოტო - ლენონი, მოდრიჩი, პალასიოსი, ბეილი, ვან დერ ვაარტი (12. დეფო, 90. სანდრო) - კრაუჩი.
ლივერპული (4-4-2): რეინა - ჯონსონი, შკრტელი, კარაგერი (87. კირიაკოსი), კონჩესკი - კუიტი, ლუკასი, მეირელეში, მაქსი როდრიგესი - ნგოგი (75. აურელიო), ტორესი.
გოლები: 0:1 შკრტელი (42), 1:1 შკრტელი (65 ს.კ.), 2:1 ლენონი (90)
ვერ გაიტანა პენალტი: დეფო (60)
გაფრთხილება: მეირელეში, კოშელნი, კარაგერი, შკრტელი, ჯონსონი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 5-17; კარში დარტყმა: 19-17 (8-4); თამაშგარე: 1-2 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 35 930
1. მანჩესტერი 15 8 7 0 35:16 31
2. ჩელსი 15 9 2 4 29:10 29
3. არსენალი 15 9 2 4 32:17 29
4. სიტი 15 7 5 3 20:12 26
5. ტოტენჰემი 15 7 4 4 23:20 24
6. ბოლტონი 15 5 8 2 28:22 23
7. სანდერლენდი 15 4 8 3 19:18 20
8. სტოკი 15 6 2 7 19:19 20
9. ნიუკასლი 15 5 4 6 23:22 19
10. ლივერპული 15 5 4 6 17:19 19
11. ბლექპული 15 5 4 6 23:29 19
12. ვესტ ბრომვიჩი 15 5 4 6 20:26 19
13. ბლექბერნი 15 5 3 7 18:25 18
14. ბირმინგემი 15 3 8 4 16:18 17
15. ასტონ ვილა 15 4 5 6 17:24 17
16. ევერტონი 15 3 7 5 17:19 16
17. ფულჰემი 15 2 9 4 15:18 15
18. უიგანი 15 3 5 7 11:26 14
19. ვულვზი 15 3 3 9 17:27 12
20. ვესტ ჰემი 15 2 6 7 14:26 12
ბომბარდირები: 11 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 9 - ტევესი (მანჩესტერ სიტი), ქეროლი (ნიუკასლი); 8 - კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი); 7 - ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი); 6 - დევისი (ბოლტონი), დროგბა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 5 - ბეილი (ტოტენჰემი), დემპსი (ფულჰემი).
მომდევნო ტური
4 დეკემბერი. არსენალი-ფულჰემი, ბირმინგემი-ტოტენჰემი, ბლექბერნი-ვულვზი, ჩელსი-ევერტონი, მანჩესტერ სიტი-ბოლტონი, უიგანი-სტოკი, ბლექპული-მანჩესტერ იუნაიტედი; 5 დეკემბერი. ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი, სანდერლენდი-ვესტ ჰემი; 6 დეკემბერი. ლივერპული-ასტონ ვილა.
ინგლისი. ჩემპიონატი. XIX ტური
სუონსი-პორტსმუთი 1:2
გოლები: 1:0 ბიტი (2), 1:1 ნაჯენტი (43), 1:2 ჰელფორდი (65)
ბარნსლი-უოტფორდი 0:0
ბრისტოლი-შეფილდ იუნ 3:0
გოლები: 1:0 პიტმენი (6), 2:0 პიტმენი (34), 3:0 მაკალისტერი (62)
კრისტალ პალასი-დონკასტერი 1:0
გოლი: 1:0 კუნაგო (35)
მიდლსბრო-ჰალი 2:2
გოლები: 0:1 კორენი (20), 1:1 ლიტა (29), 1:2 ჯერარდი (41), 2:2 მაკდონალდი (46)
პრესტონი-მილუოლი 0:0
გოლები: ქუინზ პარკი-კარდიფი 2:1
0:1 ბელამი (13), 1:1 გორკსსი (18), 2:1 ტაარაბტი (68)
რედინგი-ლიდსი 0:0
სკანთორპი-ქოვენთრი 0:2
გოლები: 0:1 მაკშეფრი (31), 0:2 მერფი (73 ს.კ.)
ბარნლი-დერბი 2:1
გოლები: 0:1 მური (19), 1:1 მირსი (82), 2:1 კორკი (90)
ნორვიჩი-იფსვიჩი 4:1
გოლები: 1:0 ჰოლტი (13), 1:1 დილენი (29), 2:1 ჰოლტი (35), 3:1 ჰოლტი (76), 4:1 ჰულაჰანი (78)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ქუინზ პარკი 19 11 8 0 35:9 41
2. კარდიფი 19 11 3 5 34:20 36
3. სუონსი 19 10 3 6 24:16 33
4. დერბი 19 9 3 7 33:23 30
5. ნორვიჩი 19 8 6 5 31:26 30
6. ქოვენთრი 19 9 3 7 27:23 30
7. ბარნლი 19 7 8 4 30:23 29
8. ლიდსი 19 8 5 6 32:32 29
9. ნოტინგემი 18 6 9 3 21:16 27
10. დონკასტერი 19 7 6 6 30:29 27
11. რედინგი 19 6 8 5 28:22 26
12. ბანსლი 19 7 5 7 24:29 26
13. პორტსმუთი 19 7 4 8 26:27 25
14. უოტფორდი 19 6 6 7 32:30 24
15. მილუოლი 19 6 6 7 21:21 24
16. იფსვიჩი 19 7 3 9 21:26 24
17. ბრისტოლი 19 6 5 8 22:28 23
18. ჰალი 19 5 7 7 17:23 22
19. ლესტერი 18 6 4 8 23:31 22
20. შეფილდ იუნ 19 6 4 9 16:27 22
21. სკანთორპი 19 6 2 11 23:32 20
22. კრ. პალასი 19 6 2 11 23:35 20
23. მიდლსბრო 19 5 3 11 19:29 18
24. პრესტონი 19 4 3 12 23:38 15
ბომბარდირები: 13 - ბოთროიდი (კარდიფი); 10 - კომონსი (დერბი); 10 - იუელუმო (ბარნლი), მაკგუგანი (ნოტინგემი), ტაარაბტი (ქუინზ პარკი); 8 - მეკი (ქუინზ პარკი), ბეკიო (ლიდსი), კინგი (ლესტერი), სინკლერი (სუონსი); 7 - გრემი (უოტფორდი), ჰემილი (ბარნსლი), პერკინი (პრესტონი), ჰოლტი (ნორვიჩი); 6 -კოპინგერი (დონკასტერი), ლოურენსი (პორტსმუთი), მორისონი (მილუოლი), შარპი (დონკასტერი), სომა (ლიდსი), სორდელი (უოტფორდი), ჰეიტერი (დონკასტერი).
პირველი ლიგა. XVIII ტური
როჩდეილი-ოლდჰემი 1:1
მეორე ლიგა. XVIII ტური
მორკეიმბი-ქრუ 1:2
კონფერენსი. XXI ტური
ბეროუ-კიდერმინსტერი (გადაიდო), კემბრიჯი-ელტრინჩემი 4:0, ფორესტ გრინი-რაშდენი 2:2, კეტერინგი-გეიტსჰედი (გადაიდო), ნიუპორტი-ჰეიესი 2:1, საუთპორტი-ისტბერნი (გადაიდო), ვრექსჰემი-მენსფილდი 1:1
შოტლანდია. პრემიერლიგა. XV ტური
„სელტიკს“ არ უმართლებს - ისევ დაკარგა ქულები. ნილ ლენონის გუნდმა ამჯერად „ინვერნესთან“ ითამაშა ფრედ, თან შინ. მერედა, მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ.
შოტლანდიაში, მოგეხსენებათ, შინაურ მსაჯებს „შენდობა არ აქვთ“ და ამიტომ, სქოთ არბიტრთა ერთმა ნაწილმა გაფიცვა გამოაცხადა. ჰოდა, არც იყო გასაკვირი „სელტიკ პარკზე“ ყურადღების ცენტრში ლუქსემბურგელი არბიტრები რომ მოექცნენ. შეხვედრას ისინი გაუძღვნენ და რეპორტიორები ფოტოებსაც მათ უღებდნენ. უნდა ითქვას, რომ ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა ალან ჰამერი და მისი ასისტენტები მატჩამდე დიდი სიხარულითა და ოვაციით მიიღო, თამაშის ბოლოს კი ობსტრუქცია მოუწყო, ოღონდ... მსაჯებს კი არა, საკუთარ გუნდს.
რაც შეეხება კვირის თამასებს, უამინდობის გამო ორივე გადაიდო.
სელტიკი-ინვერნესი 2:2
გოლები: 1:0 კი (38), 2:0 მაკკორტი (65), 2:1 ფორენი (70), 2:2 მანრო (83)
ჰემილტონი-სენტ მირენი 0:0
ჰიბერნიანი-სენტ ჯონსტონი 0:0
კილმარნოკი-აბერდინი 2:0
გოლები: 1:0 სემონი (18), 2:0 ჰემილი (51)
დანდი-რეინჯერსი გადაიდო
მოზერუელი-ჰართსი გადაიდო
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეინჯერსი 14 12 1 1 34:15 37
2. სელტიკი 15 11 2 2 35:12 35
3. ჰართსი 14 8 2 4 22:13 26
4. ინვერნესი 15 7 4 4 26:18 25
5. მიზერუელი 14 7 2 5 22:16 23
6. კილმარნოკი 15 6 2 7 24:18 20
7. დანდი 14 5 4 5 15:20 19
8. ჰიბერნიანი 15 4 3 8 17:25 15
9. სტ. ჯონსტონი 15 4 3 8 10:22 15
10. სტ. მირენი 15 3 4 8 14:26 13
11. აბერდინ 15 3 1 11 15:31 10
12. ჰემილტონი 15 2 4 9 11:29 10
ბომბარდირები: 18 - მილერი (რეინჯერსი); 11 - რუნი (ინვერნესი), სემონი (კილმარნოკი); ბლექმენი (მოზერუელი); 9 - ჰუპერი (სელტიკი); 7 - გუდვილი (დანდი); 6 - რიორდანი (ჰიბერნიანი); 5 - ჰიგდონი (სენტ მირენი), ნეისმითი (რეინჯერსი), სკაცელი (ჰართსი), სტოკსი (სელტიკი), ტემპლტონი (ჰართსი); 4 - ელიოტი (ჰართსი), ჰემილი (კილმარნოკი), ჰერტლი (აბერდინი).