ვენგერი კეჰილს უმიზნებს

AutoSharing Option


„არსენალის“ მწვრთნელი არსენ ვენგერი „ბოლტონის“ ცენტრალურ მცველში გერი კეჰილში 10 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს. ვენგერის აზრით მის გუნდს, მიმდინარე სეზონში, მხოლოდ დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება შეუშალოს ტიტულის მოპოვებაში ხელი. გასულ უქმეებზე, სანამ მე-15 ტური ჩამთავრდებოდა, „არსენალი“ ორი საათით ლიდერობდა პრემიერლიგის ცხრილს - „მეთოფეთა“ თამაში შაბათს სხვებზე ადრე ჩატარდა და სანამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბლექბერნს“ 7:1-ს გადაუვლიდა, ჩრდილო ლონდონელები „ასტონ ვილასთან“ 4:2 მოგების წყალობით ლიდერის სიმაღლიდან უყურებდნენ დანარჩენებს.
კეჰილი 24 წლისა გახლავთ. მიმომხილველები ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონში „ბოლტონის“ კარგი თამაში მნიშვნელვნად სწორედ

მან განაპირობა. სექტემბერში, ბულგარეთთან შეხვედრაში კეჰილი ფაბიო კაპელომ ნაკრებშიც კი ათამაშა. თავდაპირველად „ბოლტონი“ მიასში 18 მილიონ ფუნტს ითხოვდა, ასე რომ, 10 მილიონი „არსენალისთვის“ საუცხოო თანხა იქნება. გეხსომებათ, ზაფხულზე ვენგერი „ევერტონისგან“ პოლ ჯეგიელკას ყიდვას აპირებდა, მაგრამ ფეხბურთელმა სწორედ მაშინ გააფორმა ლივერპულელებთან ახალი კონტრაქტი.

დემპსი მწვრთნელს უჭერს მხარს
ამერიკელი ფეხბურთელი კლინტ დემპსი ამბობს, რომ „გუდისონ პარკზე“ გულშემატკივართა ნაწილი სულ ტყუილად ირჯება და მწვრთნელს მარკ ჰიუზს უსამართლოდ დასძახის ტრიბუნიდან „ბუუს“ - თავდამსხმელის აზრით „ფულჰემს“ სულაც არ აქვს საქმე განსაკუთრებით ცუდად და სეზონის ბოლოს ათეულშიც იქნება.
დღეს კი ასეა: შაბათს „ბირმინგემთან“ ნათამაშები 1:1-ის გამო „ფულჰემი“ გასავარდნთა ზონას მხოლოდდამხოლოდ ერთი ქულით აღემატება. ლივერპულის გუნდს ბირმინგემელებთან ეს ფრე სწორედ დემპსის მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა და, ალბათ, ამიტომაც არის ფორვარდი განსაკუთრებულად თამამი:
„ასეთ მდგომარეობაში ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, მუხლჩაუხრელი შრომაა. ჩვენ მწვრთნელისა გვწამს და მისი ხელმძღვანელობით მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ. ეჭვიც არ გვეპარება, რომ სეზონს ცხრილის ზედა ნახევარში დავამთავრებთ. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ კარგად კი ვთამაშობთ, მაგრამ თამაშის შესაფერის შედეგებს ვერ ვაღწევთ. დროა მოგებები დავიწყოთ. რაც შეეხება ფანეს, კარგია, ჩვენგან მეტს რომ ითხოვენ. ჩვენ თავადაც მეტს ვითხოვთ საკუთარი თავისგან“.
ფერგი კარისკენ იყურება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ ჰოლანდიელი გოლკიპერი ედვინ ვან დერ სარი სეზონის ბოლოს გუნდიდან... უფრო სწორედ ფეხბურთიდან წავა და არც ის დამალა, რომ „იუნაიტედი“ დანიელი ანდერს ლინდეგაარდის გარდა სხვა გოლკიპერსაც იყიდის.
ლივდეგაარდი 26 წლის, 193 სანტიმეტრი სიმაღლის გოლკიპერია, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უკვე გააფორმა კონტრაქტი. მანჩესტერელებს მისი გადაბირება 3,5 მილიონი ფუნტად დაუჯდა – სწორედ ეს თანხა გადაუხადეს დანიის ბოლო ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასულ ქალაქ ალესუნდის გუნდს, თუმცა ის რომ „იუნაიტედი“ ორი მეკარის შეძენას ფიქრობდა, პრესისთვის იმთავითვე იყო ცნობილი. პიპლსთვის მიცემულ ინტერვიუში ფერგიუსონმა თქვა:

„დიახ, უნდა ვაღიარო, რომ მიმდინარე სეზონი ედვინ ვან დერ სარისთვის ბოლოა. ეს, რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: 40 წელს მიღწეულ მეკარეებს პრობლემები ეწყებათ. თუ გახსოვთ, ასე დაემართა თავის დროზე პიტერ შილტონსაც. სწორედ ამ ასაკში დგება დღე, როდესაც მათი ფორმა უეცრად უარესდება და ისინი გოლების გაშვებას იწყებენ. მეეჭვება ედვინს სურდეს ამ დღეს დაელოდოს და გოლები გაუშვას. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ვან დერ სარის მეუღლეს ჯანმრთელების პრობლემები ჰქონდა და მართალია, ახლა კარგად არის, ჰოლანდიაში ჯერ კიდევ დადის ექომებთან. ედვინისთვის მეუღლის პატრონობა ინგლისიდან ძნელი იქნება“.

ფერგიუსონმა არც ის დამალა, რომ მეორე მეკარე, რომლის შეძენაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს „ატლეტიკოს“ კარის მცველი, 20 წლის დავიდ დე ხეაა. 192 სანტიმეტრი სიმაღლის მეკარეში „ატლეტიკო“ 15 მილიონ ფუნტზე მეტს ითხოვსო, ამბობს ფერგიუსონი.


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული