მანჩესტერ იუნაიტედი-კარდიფი - 2:0. მატას დებიუტი და ვან პერსის დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა ხუან მატამ "კარდიფთან" ინგლისის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"ეს შესანიშნავი იყო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გავიმარჯვეთ. იმედია, ეს წარმატებული სერიის დასაწყისია.

თავად მატჩი ჩემთვის ბრწყინვალე გამოდგა. ძალიან ვეცადე, რომ თანაგუნდელებს დავხმარებოდი. ატმოსფერო სტადიონზე ძალიან მაგარი იყო.

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვითამაშე. კმაყოფილი ვარ, რომ "კარდიფთან" ვითამაშე და კიდევ მსურს მოედანზე გასვლა.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რობინ ვან პერსისთან, ჩიჩარიტოსთან, რუნისა და იანუზაისთან თამაში სასიამოვნოა, რადგან ისინი ძლიერი ფეხბურთელები არიან.

როცა მოედანზე გავედი და ტრიბუნები მომესალმნენ... ეს დაუვიწყარია",
- თქვა მატამ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იუნაიტედი-კარდიფი 2:0

გოლები: 1:0 ვან პერსი (6), 2:0 იანგი (59)
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი, ევანსი, სმოლინგი, ევრა - ჯონსი, გიგზი (71. კლევერლი) - მატა (84. იანუზაი), ვალენსია, იანგი - ვან პერსი (63. რუნი)
კარდიფი (4-2-3-1): მარშალი - ნაუტონი, ჰადსონი (69. ტერნერი), კოლკერი, ჯონი - უიტინგემი, მედელი, მატჩი (52. კიმი), ნუნი (78. დაელი) - ბელამი, კემპბელი
გაფრთხილება: - ბელამი
კარში დარტყმა: 17-7 (5-1) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 9-9 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 75 301

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული