"მანჩესტერ სიტის" ზარალმა გასულ სეზონში 54 მილიონი ფუნტი შეადგინა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" 2012/13 წლების სეზონის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.

კლუბის ზარალმა გასულ სეზონში 52 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია 2011/12 წლების სეზონზე, როცა "სიტის" ზარალი 98 მილიონი ფუნტი იყო.

კლუბის სახელფასო ბიუჯეტი 233 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა.

"სიტის" შემოსავალმა კი 271 მილიონი ფუნტი შეადგინა, რამაც ინგლისურ კლუბს ზარალის ორჯერ შემცირების საშუალება მისცა.

2012/13 წლების სეზონში "სიტის" სპონსორული შემოსავალი 107 მილიონიდან 143 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა.

2008 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც კლუბი შეიხმა მანსურმა ჩაიბარა, "სიტიში" დაახლოებით მილიარდი ფუნტის ინვესტიცია განხორციელდა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული