ამის შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ინგლისის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა. 3 თებერვალს "ჩელსიმ" სტუმრად "მანჩესტერ სიტის" ანგარიშით 1:0 სძლია, რითაც მეტოქეს ყველა ტურნირში 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა.
მატჩის ერთადერთი გოლი ბრანისლავ ივანოვიჩმა 32-ე წუთზე გაიტანა.
"მომდევნო სეზონის დაწყების წინ მე და ჩემს ფეხბურთელებს თამამად შეგვეძლება თქმა, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ახლანდელ ჩემპიონატში კი ევოლუციის დროება გვიდგას. ტიტულს მხოლოდ
ამ სეზონში ჩვენ იმ გზას ვადგავართ, რომლითაც აგერ, უკვე მრავალი წელია, "არსენალი" მიდის. ერთი ხმაურიანი გამარჯვება მანჩესტერში არაფერს ნიშნავს, უფრო მნიშვნელოვანი თავად ევოლუციაა", - თქვა მოურინიომ Sky Sports-ის ეთერში.
ამ შეხვედრის შემდეგ "ჩელსისა" და "სიტის" სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულები აქვთ (53-53) და ლიდერ "არსენალს" კი 2 ქულით ჩამორჩებიან.