პრემიერლიგამ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. აი, მაგალითი: „ჩელსის“, ერთი წლის განმავლობაში - 30 სექტემბრამდე - აგენტებისთვის 9 მილიონი ფუნტი გადაუხდია. არადა, დასავლეთ ლონდონელებმა მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაიმატეს. მოკრძალებულმა „ბლექპულმა“ სატრანსფერო ბაზარზე სულ რაღაც 45 ათასი ფუნტი დახარჯა, თუმცა ამან პრემიერლიგელთა მიერ „გასროლილ“ ჯამურ თანხას ბევრი ვერაფერი დააკლო. ფული, რომელიც უმაღლესი ინგლისური ეშელონის კლუბებმა საფეხბურთო აგენტებს გადაუხადეს შემაძრწუნებელია: 67 მილიონი ფუნტი.
ზედიზედ მეორე წელიწადია „ჩელსის“ მიერ აგენტებისთვის მიცემული თანხა 9 მილიონს აჭარბებს. ამიტომაც არის რომან აბრამოვიჩის გუნდი სიაში პირველ ადგილზე. „მანჩესტერ სიტის“,
ბაზარზე ნაკლებად იაქტიურა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რაც ხსენებულ სიაში შესაბამისადაც აისახა: 2009 წელს „იუნაიტედმა“ 1,517 მილიონი გაიღო და აგენტების გამო არც 2010 წელს გაკოტრებულა: მხოლოდ 2,312 მილიონი დახარჯა. აქ, ერთი რამ უნდა დავძინოთ: უეინ რუნის ამბავი (თავდამსხმელისთვის კვირაში 250 ათასის დანიშვნა, რაც მისი აგენტის პოლ სტრეტფორდის კვაჭობაზე მიგვანიშნებს) 30 სექტემბერს მერე მოხდა, ასე რომ გამოქვეყნებულ მონაცემებში ეს გათვალისწინებული არ არის.
თუმცა, ყველაზე გასაკვირი მაინც „ჩელსის“ ამბავია. მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „სტემფორდ ბრიჯზე“ მხოლოდ ორი ახალი ფეხბურთელი ჩაიყვანა: „ბენფიკასგან“ 18 მილიონ ფუნტად რამირესი იყიდა და 6 მილიონი იოსი ბენაიუნში „ლივერპულს“ გადაუხადა. გარდა ამისა, ახალი კონტრაქტები გააფორმეს ნიკოლა ანელკამ და მიკაელ ესიენმა.
9 მილიონს გადაცდა „ლივერპულის“ მაჩვენებელიც, თუმცა ამის მიზეზი გასაგებია: მერსისაიდელებმა „ჩელსისგან“ ჯო კოული უკაპიკოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით წაიყვანეს, რისთვისაც მისმა აგენტმა გვარიანად ჩაიჯიბა. გარდა ამისა, „წითლებმა“ სამსახურიდან დაითხოვეს რაფა ბენიტესი. მათ ესპანელი მწვრთნელი როი ჰოჯსონით შეცვალეს და მერე ჰოჯსონსაც აყიდინეს ახალი ფეხბურთელები: რაულ მეირელეში, პოლ კონჩესკი და კრისტიან პოულსენი. გარდა ამისა, „ლივერპულის“ 9 მილიონში შედის ძველი ამბებიც: მაქსი როდრიგესისა და მილან ოივანოვიჩის ყიდვაც.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პრემიერლიგის ახალწვეულმა „ბლექპულმა“ ტრანსფერებზე მხოლოდ 45 ათასი ფუნტი დახარჯა. „ბლექპულის“ აღმასრულებელ შეფს კარლ ოისტონს ასეთი რამ აქვს ნათქვამი:
„არ არის აუცილებელი ყველა ტრანსფერი აგენტის დახმარებით ხორციელდებოდეს. ჩვენ ფეხბურთელებს ძალიან მაღალ დონეზე თამაშის შანსს ვაძლევთ და ამით ვხიბლავთ, აგენტები კი ხშირად მათ ამ შანსს უსპობენ“.