ვენგერის გაბრაზება მოურინიოს განცხადებამ გამოიწვია. ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა "მეთოფეთა" თავკაცი მოიხსენია, როგორც დამარცხებული სპეციალისტი და ამის მიზეზად კი დაასახელა ის ფაქტი, რომ ფრანგ სპეციალისტს არცერთი ტიტული არ მოუგია 2005 წლის შემდეგ.
"არ მსურს, ყველა პრესკონფერენციაზე მის შესახებ ვილაპარაკო.
ერთი რამ ვიცი: ეს უფრო უხერხულია "ჩელსისთვის", ვიდრე ჩემთვის. არ მსურს ჩავერთო ამ უპატივცემულო და სულელურ შენიშვნებში," - განაცხადა არსენ ვენგერმა.
თავის მხრივ, "არისტოკრატთა" დამრიგებელმა
თუმცა ვენგერი ამტკიცებს, რომ ის არ არის შეშფოთებული ამ "სიტყვების ომით" და მისი კოლეგის სიტყვებზე რეაგირებას არ აპირებს.
"გულახდილად ვამბობ, ვერ ვაიძულებ თავს, მაინტერესებდეს ის, რაც არ არის ჩემთვის საინტერესო. ვწუხვარ, იმედებს გაგიცრუებთ, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა ის, რაც ხდება მოედანზე", - დასძინა ვენგერმა.
კახა თორია