ოლივიე ჟირუს თამაშის წინ ბრიტანელ მოდელთან პაემნის გამო დასჯიან

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ მაგარ შარში გაეხვა.

როგორც ირკვევა, ოლივიემ 2 თებერვალს ღამით, "კრისტალ პალასთან" თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიტანელი მოდელი სელიო კეი სასტუმროს ნომერში მიიპატიჟა და რა მოხდა შემდეგ იქ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ცნობისთვის, ამ ეშხიან ქალს ჟურნალს MAXIM-ისა და FHM-ის გვერდები არაერთგზის დაუმშვენებია.

ჰოდა, ჟირუსთვის სამწუხაროდ, ამ პაემნის ამსახველი ფოტოსურათები The SUN-მა გამოაქვეყნა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერისა და ჟირუს ცოლის ყურამდეც მივიდა.

თავად მოდელმა სელიამ კი თქვა,
"არსენალის" თავდამსხმელთან სექსი არ მქონიაო, მაგრამ...

ცოლს რა პასუხი გასცა ჟირუმ, უცნობია; აი, რაც შეეხება კლუბს, "არსენალის" ხელმძღვანელობამ თავიდან ფრანგი ფეხბურთელის 280 ათასი ევროთი დაჯარიმება დააპირა, თუმცა ოლივიეს მობოდიშების შემდეგ, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა.

ვენგერის თქმით, ჟირუს არ დააჯარიმებენ, მაგრამ სხვა დისციპლინარული სასჯელით დასჯიან.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული