პრემიერლიგა: მანჩინის ტევესის ალიყური ეამა

AutoSharing Option

ლიდერმა ვერ ითამაშა - „ბლექპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო. მატჩის წინა ღამეს ყინვამ მინუს 8 გრადუსს მიაღწია, რის გამოც „ბლუმფილდ როუდზე“ მოედნის მოზრდილი მონაკვეთები ბურთაობისთვის უვარგისი გახლდათ. რა არ იღონეს ბლექპულის სტადიონის თანამშრომლებმა, მინდორს ცხელი ჰაერიც კი უბერეს, მაგრამ შედეგი არ გამოიღო.

„ემირეიტ სთედიუმი“ კი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში დახვდათ ლონდონური დერბის მონაწილეებს, „არსენალისა“ და „ფულჰემის“ ფეხბურთელებს. „ფულჰემმა“ მასპინძლებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ სამირ ნასრ

ის ორმა ზღაპრულმა გოლმა თამაშის ბედი „მეთოფეების“ სასიკეთოდ შემოატრიალა. ფრანგი ვარსკვლავი ამ დღეს ბრწყინავდა. ის მთელი თავით აღემატებოდა თანაგუნდელებს, რომლებმაც კინაღამ მორიგი სამი ქულა დაკარგეს. ნასრიმ „არსენალი“ შეხვედრის დასაწყისშივე დააწინაურა, მაგრამ 30-ე წუთზე სტუმრების პოზიციური შეტევის დროს ჩრდილოლონდონელმა მცველებმა ლორან კოშელნიმ და სებასტიან სკილაჩიმ ერთმანეთს თავები მიარტყეს, რის გამოც ყურადღება და სისხარტე დაკარგეს. შედეგად დიომანსი კამარამ  საგოლე პოზიციაზე შეიჯირითა და ანგარიში გაქვითა.

აი, ნასრის მეორე გოლი კი შედევრი გახლდათ. ამის აღწერა შეუძლებელია, გირჩევთ ეს ეპიზოდი ინტერნეტში ან სატელევიზიო მიმოხილვებში ნახოთ: ან სამ მცველს როგორ გაცდა საჯარიმოში, ან შორეულ ძელთან გასული 360 გრადუსით როგორ შემოტრიალდა და ბურთი წამიერი შეყოვნების გარეშე კარში როგორ დაუმიზნა... და მაინც, ამ დღეს „არსენალის“ ფეხბურთი ჩემპიონისას არ ჰგავდა. სიტყვა ჩემპიონი კი იმიტომ ვახსენეთ, რომ  „იუნაიტედმა“ ვერ ითამაშა, „ჩელსიმ“ ვერ მოიგო და „არსენალი“ ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა...

მატჩის შემდეგ არსენ ვენგერმა თქვა, რომ მომავალში ნასრისგან გულშემატკივარი კიდევ უფრო მეტს უნდა ელოდეს:
„რაც მისი შესრულებით ვნახეთ გონიერების, შინაგანი რწმენისა და თანდაყოლილი ნიჭის კომბინაცია გახლდათ. ორივე შემთხვევაში გოლის გატანას სწრაფი მოქმედების დროს სიმშვიდე სჭირდებოდა და მან სწორედ ეს სანატრელი თვისება გამოამჟღავნა. მიხარია ეს ფეხბურთელი ასე რომ გაიზარდა. თავიდან მისი თამაში მხოლოდ ბურთის მიღებითა და შეტევით შემოიფარგლებოდა, ახლა კი გაცილებით მრავალფეროვანია - უბურთოდაც მოძრაობს, პასს აწვდის, იხსნება, უკეთეს გაგრძელებებს ეძებს“.

„ჩელსის“ გამაოგნებელი ჩავარდნა კი გრძელდება. ამჯერადაც ცუდად წავიდა რომან აბრამოვიჩის გუნდის საქმე. „სტემფორდ ბრიჯზე“ „ლურჯები“ „ევერტონს“ მასპინძლობდნენ და ანგარიშიც გახსნეს, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე წუთები რომ რჩებოდა, ჯერმაინ ბეკფორდმა ანგარიში გაათანაბრა და ლივერპულში ქულა გაიყოლა.

მასპინძლები დიდიე დროგბას გატანილი პენალტის წყალობით დაწინაურდნენ. პენალტი იმიტომ დაინიშნა, რომ მარცხენა ფრთიდან ტიმ ჰოვარდთან პირისპირ შესულმა ნიკოლა ანელკამ ბურთი გაიგდო, მაგრამ მეკარეს ვეღარ შემოურბინა - გოლკიპერი გზად გადაეღობა. დროგბამ პენალტი ჰოვარდისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში დაარტყა. მაგრამ, ეს გოლი რა მოსატანია იმასთან, თამაშის ბოლოს სტუმრებმა რომ გაიტანეს. ევერტონელთა საპასუხო გოლის მშვენება, ლეიტონ ბეინესის მიერ მარცხენა ფრთის დაწიოკება იყო: სამი მეტოქის ჩამოცილების შემდეგ მან საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ტიმ კეჰილი ახტა და ბურთი თავით პირდაპირ მეკარის ბაქანთან გადააგდო, აქ კი ბეკფორდმა დაასწრო ყველას. მაყურებლისთვის ეს შესანიშნავი ეპიზოდი იყო, ევერტონელთათვის გაბრწყინება, აი, ლონდონელები კი... რა შეიძლება ეწოდოს მათ საქციელს? მოეშვნენ... ჩაიძინეს...

„იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ - თქვა მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ - ოღონდ, წაგებამ კი არ გამაბრაზა, არამედ იმან, რაც მეორე ტაიმში შევამჩნიე: ჩემი ფეხბურთელები შეშინებულები თამაშობდნენ. პირველ ტაიმში ყველაფერს შესანიშნავად ვაკეთებდით. ჩვენ ბევრს ვვარჯიშობთ ასეთი ფეხბურთი რომ ვითამაშოთ და ვერ გამიგია, რატომ აღარ გააგრძელეს ფეხბურთელებმა იგივე შესვენების შემდეგ. თან, თითოეულმა მათგანმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ შეხვედრას „ჩელსისთვის“ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ უნდა მოგვეგო და კრიზისული პერიოდი დაგვემთავრებინა, მაგრამ ისევ იქ დავრჩით“.

„მანჩესტერ სიტიმ“ „ბოლტონს“ უმასპინძლა და 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი კარლოს ტევესმა გაიტანა. ეს არგენტინელისთვის მე-10 გილო იყო მიმდინარე ჩემპიონატში. თუმცა, ტევესმა ამავე შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო. ეს მისთვის მეხუთე ყვითელი გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ტურში, ლონდონში, „ვესტ ჰემთან“ ვერ ითამაშებს. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: რობერტო მანჩინიმ შეხვედრის ბოლო წუთზე ტევესი ჯეიმს მილნერით შეცვალა. გასვლისას ფორვარდმა იტალიელ თავკაცს... ალიყური აჭამა. რა თქვა ამის შესახებ იტალიელმა ოდნავ ქვევით წაიკითხავთ, ზოგადად კი „სიტის“ უფრო დიდი ანგარიშით მართებდა გამარჯვება: სხვა მომენტებს თავი რომ დავანებოთ, მარიო ბალოტელიმ და დავიდ სილვამ ძელს გაარტყეს ბურთი.

მანჩინი: „დღეს 15 საგოლე მომენტი მაინც შევქმენით. ასეთ დროს იქმნება ილუზია, რომ იოლად ვიგებთ. უკვე მერამდენედ მეორდება: როდესაც ბურთის გადაცემა სჯობს, კარში ვარტყამთ. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ეგოისტობა არ არის საჭირო. „სტოკთანაც“ იგივე მოხდა. რაც შეეხება ტევესის საქციელს, მე მან ძალიან გამახარა. ნეტავ ჩემს ყველა ფეხბურთელს ისე უნდოდეს თამაში, როგორც კარლოსს“.

პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრის ამბიცია აქვს, მოგეხსენებათ, „ტოტენჰემ ჰოთსპურსაც“, რომელმაც სტუმრად „ბირმინგემთან“ 1:1 ითამაშა. ლონდონელებმა თამაშის დასაწყისში მასპინძლებს აშკარად აჯობეს და დამსახურებულად დაწინაურდნენ კიდეც - სებასტიან ბასონგმა ბოლო 16 თვეში პირველად გაიტანა, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 9 წუთით ადრე კრეიგ გარდნერმა ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად მასპინძლობისა ფრით  კმაყოფილი დარჩა ბირმინგემელთა მწვრთნელი ალექს მაკლიში, რომელმაც თქვა:
„ჩემს ფეხბურთელებს დიდძალი ენერგია „ქარლინგის თასზე“ „ასტონ ვილასთან“ თამაშმა წაართვალ, რის გამოც „ტოტენჰემთან ფრე კარგ შედეგად მიმაჩნია“.


არსენალი-ფულჰემი 2:1
არსენალი (4-4-2): ფაბიანსკი - სანია, სკილაჩი, კლიში, კოშელნი (33. დჟურუ) - უილშირი (74. უოლკოტი), სონგი, არშავინი, ნასრი - როსიცკი (63. ვან პერსი), შამახი.
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - პენტსილი, ჰიუზი, ბრიგზი (29. ბეირდი), ჰანგელანდი - ს. დევისი, ეტუჰუ, მერფი (89. ედ. ჯონსონი), დემპსი - გერა, კამარა (74. ენ. ჯონსონი).
გოლები: 1:0 ნასრი (14), 1:1 კამარა (30), 2:1 ნასრი (75)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 7-7; კარში დარტყმა: 16-14 (7-4); თამაშგარე: 2-7  ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 60 049


ბირმინგემი-ტოტენჰემი 1:1
ბირმინგემი (4-5-1): ფოსტერი - კარი, რ. ჯონსონი, რიჯუელი, დანი - ფეჰეი (60. ჟიგიჩი), გარდნერი, ბოიერი (72. ლარსონი), ფერგიუსონი, ბიუსეჟური (81. მერფი) - ჯერომი. 
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჰატონი, გალასი, ასუ-ეკოტო, ბასონგი - ლენონი, მოდრიჩი, პალასიოსი, ბეილი - კრაუჩი, დეფო (79. პავლიჩენკო).
გოლები: 0:1 ბასონგი (19), 1:1 გარდნერი (81)
გაფრთხილება: რიჯუელი - პალასიოსი
კუთხური: 6-11; ჯარიმა: 15-10; კარში დარტყმა: 14-14 (4-4); თამაშგარე: 0-3  ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 25 770


ბლექბერნი-ვულვზი 3:0
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო, სამბა, ჟივე, ნილსენი - ემერტონი,  ჯონსი, ე-ჰ დიუფი (72. მორისი), პედერსენი - რობერტსი (83. მვარუვარი), დანი (52. მ.ბ. დიუფი).
ვულვზი (4-5-1): ჰენესი - ზუბარი, მოუიოკოლო (45. ებანკს-ბლეიკი), ელოკობი, ბერა - ფოული, უორდი, მილიაში, ჯერვისი, მენსიენი (52. ჰანტი) - დოილი.
გოლები: 1:0 დანი (29), 2:0 ემერტონი (43), 3:0 ნილსენი (55)
გაფრთხილება: ბერა, ჰანტი
კუთხური: 8-11; ჯარიმა: 9-13; კარში დარტყმა: 11-14 (6-7); თამაშგარე: 6-0;  ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 22 314


ჩელსი-ევერტონი 1:1
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა (65. ფერეირა), ტერი, ივანოვიჩი, ე. კოული - ესიენი, მალუდა, მიკელი (88. სტარიჯი) - კალუ, ანელკა (78. რამირესი), დროგბა.
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ფ. ნევილი, ჯეგიელკა, ბეინესი, დისტინი - კოულმენი, როდუელი, ტ. კეჰილი, პიენაარი (87. ბელიალეტდინოვი), ფელაინი - საა (58. ბეკფორდი).
გოლები: 1:0 დროგბა (42-პენ), 1:1 ბეკფორდი (86)
გაფრთხილება: ტერი - ფ. ნევილი, ჰოვარდი, ტ. კეჰილი, ჯეგიელკა
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 8-13; კარში დარტყმა: 14-18 (4-4); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 41 642


მანჩესტერ სიტი-ბოლტონი 1:0

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - საბალეტა, კ. ტურე (32. ლესკოტი), კოლაროვი, კომპანი - ი. ტურე, დე იონგი, ბერი - ბალოტელი, სილვა (84. რიჩარდსი), ტევესი (90. მილნერი).
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - რიკეტსი, კეჰილი, რობინსონი, ნაითი - ლი (82. როდრიგო), მუამბა, მ. პეტროვი (63. ტეილორი), მ. დევისი - ელმანდერი (77. კლასნიჩი), კ. დევისი.
გოლები: 1:0 ტევესი (4)
გაფრთხილება: ი. ტურე, ტევესი, კოლაროვი - კ. დევისი, ნაითი
გაძევება: კოლაროვი (78)
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 12-20; კარში დარტყმა: 21-13 (7-1); თამაშგარე: 5-1; ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 46 860


უიგანი-სტოკი 2:2
უიგანი (4-5-1): ალ ჰაბსი - გოჰური, კოლდუელი, ფიგეროა (73. სტამი), ალკარასი - ნ’ზოგბია, უოტსონი, ტომასი, კლივერლი, დიამე - ბოსელი.
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - ჰუთი, შოუკროსი, ჰიგინბოთემი, კოლინზი - უოლტერსი (71. უილანი), ეზერინგტონი, უაიტჰედი, დილეპი - ფულერი (83. თუნჩაი), კ. ჯონსი.
გოლები: 0:1 ჰუთი (18), 1:1 კოლინზი (30 ს.კ.), 1:2 ეზერინგტონი (31), 2:2 კლივერლი (40)
გაფრთხილება: ფიგეროა - ბეგოვიჩი, ფულერი, შოუკროსი, უოლტერსი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-10; კარში დარტყმა: 15-13 (6-5); თამაშგარე: 0-3; ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 15 100


ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 3:1
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): ჯერსონი - ხარა, შარნერი, მ. ჩეხი, ტამასი - ჯ. ტომასი (78. ბერნსი), ბრანტი, დორანსი, მორისონი (85. რიდი), ტჩოი - ოდემვინგე.   
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, ტეილორი, სანჩესი, კემპბელი - რუტლიჯი (74. რეინჯერი), ტიოტე, გათრი (73. ა. სმიტი), ხონასი - ამეობი (45. ლოვენკრანდსი), ქეროლი.
გოლები: 1:0 ტჩოი (32), 2:0 ოდემვინგე (71), 3:0 ოდემვინგე (89), 3:1 ლოვენკრანდსი (90)
გაფრთხილება: ხონასი, სანჩესი, გათრი, სმიტი, კემპბელი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-9; კარში დარტყმა: 20-12 (6-4); თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 23 486


სანდერლენდი-ვესტ ჰემი
სანდერლენდი (4-4-2): გორდონი - ონუოჰა, მენსა, ბერდსლი, ა. ფერდინანდი - უილბეკი, კეტერმოლი, ჰენდერსონი (86. ალ მუჰამადი), რიჩარდსონი - ბენტი (76. მოლბრანკი), ასამოა (90. ზენდენი).
ვესტ ჰემი (4-4-2): გრინი - ბენ-ჰაიმი (83. ფობერი), აპსონი, გებიდონი, ტომკინსი - დაიერი (69. პიქვიონი), სპექტორი, ბოა მორტე (69. ჰაინესი), პარკერი - ობინა, კ.კოული.
გოლები: 1:0 ჰენდერსონი (34)
გაფრთხილება: კეტერმოლი - ბოა მორტე, კ.კოული, პარკერი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 6-9; კარში დარტყმა: 19-8 (7-1); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 36 940

ბლექპული-მანჩესტერ იუნაიტედი გადაიდო


1. არსენალი 16 10 2 4 34:18 32       
2. მანჩესტერი 15 8 7 0 35:16 31        
3. ჩელსი 16 9 3 4 30:11 30        
4. სიტი 16 8 5 3 21:12 29       
5. ტოტენჰემი 16 7 5 4 24:21 26        
6. ბოლტონი 16 5 8 3 28:23 23
7. სანდერლენდი 16 5 8 3 20:18 23        
8. ვესტ ბრომვიჩი 16 6 4 6 23:27 22        
9. სტოკი 16 6 3 7 21:21 21        
10. ბლექბრნი 16 6 3 7 21:25 21        
11. ნიუკასლი 16 5 4 7 24:25 19        
12. ლივერპული 15 5 4 6 17:19 19        
13. ბლექპული 15 5 4 6 23:29 19          
14. ბირმინგემი 16 3 9 4 17:19 18        
15. ევერტონი 16 3 8 5 18:20 17        
16. ასტონ ვილა 15 4 5 6 17:24 17        
17. ფულჰემი 16 2 9 5 16:20 15        
18. უიგანი 16 3 6 7 13:28 15        
19. ვესტ ჰემი 16 2 6 8 14:27 12        
20. ვულვზი 16 3 3 10 17:30 12
ბომბარდირები: 11 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 9 - ქეროლი (ნიუკასლი); 8 - კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი); 7 - ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), დროგბა (ჩელსი), მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი); 6 - დევისი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 5 -  ბეილი (ტოტენჰემი), დემპსი (ფულჰემი).


XVII ტური
11 დეკემბერი. ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-უიგანი, ფულჰემი-სანდერლენდი, სტოკი-ბლექპული, ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი, ნიუკასლი-ლივერპული; 12 დეკემბერი. ბოლტონი-ბლექბერნი, ვულვერჰემპტონი-ბირმინგემი, ტოტენჰემი-ჩელსი; 13 დეკემბერი. მანჩესტერი-არსენალი.



ინგლისი. ჩემპიონატი. XX ტური

იფსვიჩი-სუონსი 1:3
გოლები: 1:0 თაუნსენდი (50), 1:1 ბიტი (64), 1:2 ალენი (70), 1:3 ბიტი (86)

კარდიფი-პრესტონი 1:1
გოლები: 0:1 ტონგი (26), 1:1 კიო (90)

ქოვენთრი-მიდლსბრო 1:0
გოლი: 1:0 კინგი (78)

დერბი-ნორვიჩი 1:2
გოლები: 0:1 ბერკერი (11 ს.კ.), 0:2 მარტინი (13), 1:2 კომონსი (17)

ლიდსი-კრისტალ პალასი 2:1
გოლები: 0:1 დენსი (44), 1:1 ბეკიო (81), 1:2 ბეკიო (83)

უოტფორდი-ლესტერი 3:2
გოლები: 1:0 იუსტასი (15), 2:0 ბაკლი (22), 2:1 გალაჰერი (50), 2:2 გალაჰერი (69), 3:2 გრემი (85)

მილუოლი-სკანთორპი 3:0
გოლები: 1:0 ჰენრი (23), 2:0 მორისონი (81), 3:0 მორისონი (86)

ჰალი-ქუინზ პარკი, ნოტინგემი-ბრისტოლი, პორტსმუთი-ბარნლი, დონკასტერი-ბარნსლი და შეფილდ იუნაიტედი-რედინგი გადაიდო


თ   მ    ფ     წ      ბ        ქ
1. ქუინზ პარკი 19 11 8 0 35:9 41        
2. კარდიფი 20 11 4 5 35:21 37       
3. სუონსი 20 11 3 6 27:17 36        
4. ნორვიჩი 20 9 6 5 33:27 33        
5. ქოვენთრი 20 10 3 7 28:23 33        
6. ლიდსი 20 9 5 6 34:33 32        
7. დერბი 20 9 3 8 34:25 30        
8. ბარნლი 19 7 8 4 30:23 29        
9. ნოტინგემი 19 6 9 4 21:17 27        
10. უოტფორდი 20 7 6 7 35:32 27        
11. მილუოლი 20 7 6 7 24:21 27        
12. დონკასტერი 19 7 6 6 30:29 27        
13. რედინგი 19 6 8 5 28:22 26        
14. ბარნსლი 19 7 5 7 24:29 26        
15. პორტსმუთი 19 7 4 8 26:27 25        
16. ლესტერი 20 7 4 9 26:34 25        
17. იფსვიჩი 20 7 3 10 22:29 24        
18. ბრისტოლი 19 6 5 8 22:28 23        
19. ჰალი 19 5 7 7 17:23 22        
20. შეფილდ იუნ 19 6 4 9 16:27 22        
21. სკანთორპი 20 6 2 12 23:35 20        
22. კრ. პალასი 20 6 2 12 24:37 20        
23. მიდლსბრო 20 5 3 12 19:30 18        
24. პრესტონი 20 4 4 12 24:39 16 

ბომბარდირები: 13 - ბოთროიდი (კარდიფი); 11 - კომონსი (დერბი); 10 - ბეკიო (ლიდსი); 9 - იუელუმო (ბარნლი), მაკგუგანი (ნოტინგემი), ტაარაბტი (ქუინზ პარკი);  8 - გრემი (უოტფორდი), მეკი (ქუინზ პარკი), კინგი (ლესტერი), მორისონი (მილუოლი), სინკლერი (სუონსი); 7 -ჰემილი (ბარნსლი), პერკინი (პრესტონი), ჰოლტი (ნორვიჩი); 6 -კოპინგერი (დონკასტერი), ლოურენსი (პორტსმუთი), შარპი (დონკასტერი), სომა (ლიდსი), სორდელი (უოტფორდი), ჰეიტერი (დონკასტერი).


პირველი ლიგა. XVIII ტური
სუინდონი-შეფილდი 2:1 დანარჩენი შეხვედრები გადაიდო

მეორე ლიგა. XVIII ტური
ნორთემპტონი-სტოკპორტი 2:0, ოქსფორდი-ბერნეტი 2:1 დანარჩენი შეხვედრები გადაიდო
კონფერენსი. XXI ტური
შეხვედრები გადაიდო

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული