ჩელსელებს სანქციები ელით

AutoSharing Option
ფლორან მალუდას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ლონდონის "ჩელსის" ფრანგმა ნახევარმცველმა "ევერტონის" ვეტერან მცველ ფილ ნევილს სახეში ხელი გაარტყა. მალუდას ნერვებმა მას შემდეგ უმტყუნა, რაც ნევილმა მის წინააღმდეგ იუხეშა.

"ვიცი, რომ უხეშად ვითამაშე, მაგრამ მალუდას საქციელს გამართლება არა აქვს. მას ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია. როგორც ჩანს, მსაჯს ეს ეპიზოდი გამოეპარა", - ამბობს ნევილი.

პრემიერლიგის სადისციპლინო კომიტეტს მომხდარი ჯერ არ განუხილავს, მაგრამ სავარაუდოდ, მალუდა ზემოთ ნახსენებ სანქციას ვერ გაექცევა. გარდა ამისა, კომიტეტი ასევე გაარჩევს კიდევ ერთი ჩელსელის, ბრანისლავ ივანოვიჩის უხეშ ვარდნას ევერტონელი
სიმუს კოულმენის წინააღმდეგ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული