კაპელოს ორი რჩეული

AutoSharing Option
ფაბიო კაპელოს აზრით, ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტზე მისი იდეალური მემკვიდრეები ჰარი რედნაპი ან სემ ელერდაისი იქნებიან. შეგახსენებთ, პირველი მათგანი ამჟამად "ტოტენჰემს" წვრთნის, მეორე კი "ბლექბერნში" მუშაობს.

თავად კაპელო კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ევრო 2012-ის დასრულებისთანავე წავა. "რედნაპი და ელერდაისი ინგლისური სამწვრთნელო სკოლის გამორჩეული წარმომადგენლები არიან და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შემცვლიან", - აცხადებს მხცოვანი იტალიელი.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ნაკრების ახალი დამრიგებლის დასახელებას არ ჩქარობს და საკუთარ გადაწყვეტილებას ალბათ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგღა გამოაცხადებს. დღევანდელი გადასახედიდან, ფავორიტად რედნაპი მოჩანს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული