კანა "სანდერლენდმა" ერთი წლის წინ "მარსელიდან" იყიდა. ვინ უნდა შეცვალოს კანა მოედნის ცენტრში? თუ ტრანსფერი გაიჩარხა, ქერიკმა, თუმცა "სანდერლენდს" აკადემიიდან ორი ნიჭიერი ყმაწვილიც "წამოეწია": ჯორდან ჰენდერსონი და დევიდ მეილერი. თუმცა მეილერს არ გაუმართლა, მაისში, სწორედ "იუნაიტედთან" შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და შობამდე ვეღარ ითამაშებს. კიდევ, განიხილავენ ლი კეტერმოლისა და კირეან რიჩარდსონის კანდიდატურებს. არის ახალშეძენილი კრისტიან რივეროსი და ადგილობრივი ამომავალი ვარსკვლავი ჯეკ კოლბეკი. რაც შეეხება კაპიტნის ალტერნატივას, "სანდერლენდში" სამკლავური შეიძლება მაიკლ ტერნერმა, ლი კეტერმოლმა ან კრეიგ გორდონმა გაიკეთონ. თუმცა, დავანებოთ თავი მარჩიელობას, სათუო ვარიანტების განხილვასა და დავუბრუნდეთ ქერიკს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედამდე" "ტოტენჰემ ჰოთსპურში" გამოდიოდა. ალექს ფერგიუსონმა ის 14 მილიონ ფუნტად იყიდა.
ქერიკი ბრიუსისთვის მართლაც შესანიშნავი გამოსავალი იქნებოდა. საინტერესოა, რომ ინგლისური პრესის თანახმად, სანდერლენდელთა მწვრთნელის წინადადების განხილვას არც ფერგიუსონი უარობს. ქერიკი ივლისის ბოლოს 29 წლისა მოიყრება. საინტერესო ფაქტია:
ვეარსაიდელი ქერიკი ისევე, როგორც ბრიუსი, ბავშვობიდან "ნიუკასლს" გულშემატკივრობს. მოგეხსენებათ, მან "იუნაიტედის" ძითითად შემადგენლობაში ვერა და ვერ დაიმკვიდრა ადგილი. გასულ სეზონში, რომელშიც მანჩესტერელებმა ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვეს, ქერიკი ბოლო ცხრა შეხვედრიდან მხოლოდ ოჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.
და კიდევ, "სანდერლენდმა" 6,5 მილიონი ფუნტი შესთავაზა "შალკეს" ჰაიკო ვესტერმანის სანაცვლოდ, ხოლო არგენტინელი მცველი მარკოს ანჯელერი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად მთელი რიგი საკითხებისა ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვს.
"სანდერლენდში" გადასვლის წინადადებას სწონის "რენის" განელი თავდამსხმელი ასამოა გიანი, ხოლო შარლ ნზოგბია და მეინორ ფიგეროა "უიგანმა" ისე ძვირად დააფასა, რომ ამ ტრანსფერებზე ლაპარაკიც არ ღირს.