"ფულჰემი" მექსიკურ კლუბ "ამერიკასთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და, როგორც ამბობენ, ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია - მექსიკის ნაკრების მეკარე, 25 წლის გილერმო ოჩოა იანვარშივე გადმოკვეთს ოკეანეს და ლონდონურ კლუბში დაიწყებს თამაშს.
"კლუბ ამერიკასა" და ოჩოას ძველ კონტრაქტს ვადა ზაფხულზე გასდის, ასე რომ მექსიკური კლუბი სწორად იქცევა ფეხბურთელს ახლავე რომ იშორებს - ასე ფულს მიიღებს, ზაფხულზე კი გოლკიპერი ქუდს დაიხურავდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა იქაურობას.
როგორც ინგლისური სააგენტოები წერენ, "ფულჰემს" "კლუბ ამერიკასთვის" 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამბობენ, რომ ოჩოას ლონდონელთა მწვრთნელთან მარკ
ჰიუზთან რეკომენდაცია "ფულჰემის" 30 წლის მექსიკელმა მცველმა კარლოს სალსიდომ გაუწია. იოლი მისახვედრია, რომ "კრეივენ კოტეჯზე" ავსტრალიელი გოლკიპერის მარკ შვარცერის შესაცვლელად ემზადებიან.