ესეც ალან პერდიუს დებიუტი! „ნიუკასლმა“ „ლივერპულს“ 3:1 მოუგო. ანგარიში „კაჭკაჭთა“ კაპიტანმა, წარმოშობა-აღზრდით ლივერპულელმა კევინ ნოლანმა გახსნა, მაგრამ სტუმრებმა გაქვითეს: დირკ კუიტის დარტყმული რიკოშეტის წყალობით მეკარე ტიმ კრალის მიღმა შევარდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს, მერსისაიდელებმა ქულა გადაარჩინეს, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჯოი ბარტონმა იყოჩაღა, მთლად ბოლოს კი კევინ ნოლანმა დასვა წერტილი - მიმდინარე სეზონში თავისი მეათე გოლი შეაგდო.
„სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ შეკრებილ 50 137 ჯორდის თავიდან კლუბის მეპატრონე მაიკ ეშლისთვის ობსტრუქციის მოწყობა უფრო აინტერესებდა, ვიდრე სხვა რამ - მოგეხსენებათ, ხალხს
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ჯოი ბარტონს გადასცეს, მან კი იგი ჰიუტონს მიუძღვნა. ცნობილმა ჩხუბისთავმა ტელეკომპანია ESPN-ს განუცხადა: „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს! ძალიან ძნელი კვირა გადავიტანეთ. კრისის მოხსნა ყველას გვეწყინა. ის საუცხოო კაცია, რომელიც ძალიან ღირსეულად მოიქცა. ჩვენთან ყველა მის ჯენტლმენობაზე ლაპარაკობს“.
პირველი გოლის ავტორმა, კაპიტანმა ნოლანმა კი დასძინა: „ფეხბურთელებს არ დაგვიმალავს, რომ ჰიუტონის მოხსნა არ გვესიამოვნა, მაგრამ ამის გამო აჯანყება გულშიც არ გაგვივლია. ჩვენ გვიყვარს ჩვენი კლუბი და ყველანი გამარჯვებისთვის დავირაზმეთ“.
თავად ალან პერდიუმ კი საკითხს ასე მოუარა: „ფეხბურთელების სავსებით მესმის. კრის ჰიუტონთან ერთად მიმუშავია და ეს პიროვნება ჩემთვის სულერთი ნამდვილად არ არის, მაგრამ ფეხბურთი ხშირად დაუნდობელია. ასეთივე ამბავი „საუთჰემპტონში“ თავად გადამხდა და მახსოვს, ჩემი წასვლის შემდეგ გუნდმა სამი თამაში წააგო. სწორედ ამიტომ ვთხოვე ბიჭებს განსაკუთრებული ყურადღებით დღევანდელ შეხვედრას მოკიდებოდნენ“.
„ლივერპულის“ დატაჯული მწვრთნელი როი ჰოჯსონი კი ამ სეზონში ვინ მოთვლის მერამდენედ დარჩა უკმაყოფილო:
„დღევანდელი მარცხი ჩვენთვის სერიოზული დარტყმა იყო, რადგან მანამდე რამდენიმე შეხვედრა აღმავლობით ჩავატარეთ და გვეგონა ასევე გავაგრძელებდით. პირველი ტაიმი ცუდად არ წავიდა. მართალია, პირველი გოლი გავუშვით, მაგრამ ანგარიში გავათანაბრეთ და იმედი მქონდა, რომ ბოლომდე თამაშის ასეთსავე ხარისხს შევინარჩუნებდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. „ნიუკასლმა“ კვლავ გაგვიტანა და მერე მესამეც მიაყოლა. მწვრთნელისთვის ასეთი რამის ყურება ძალიან ძნელია“.
„მანჩესტერ სიტიმ“ აუტსაიდერი „ვესტ ჰემი“ გამოიჭირა და მის მოედანზე 3:1 მოუგო. ისტლენდელთა მხრიდან ეს გახლდათ პასუხი ჭორებზე, თითქოს ფეხბურთელებს შორის ცუდი ურთიერთობაა და ვერც მწვრთნელი რობერტო მანჩინი ახერხებს მათთან საერთო ენის გამოძებნას. „სიტიმ“ შესანიშნავად ითამაშა და თუნდაც ცოტა ხნით, ლიდერს, ამ შემთვხევაში „არსენალს“ წამოეწია. ამ დღეს სტუმრების შემადგენლობაში არ თამაშობდა „ვესტ ჰემის“ ყოფილი გმირი, არგენტინელი კარლოს ტევესი, თიმცა უნდა ითქვას, რომ გუნდმა მის არყოფნაში სულაც არ შეირცხვინა თავი. ერთი სიტყვით, იაია ტურემ ანგარიში რომ გახსნა, „აპტონ პარკის“ ფანობისთვის შესაძლოა სამწუხარო იყო, მაგრამ გასაკვირი ვერაფრით იქნებოდა.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა გაიბრძოლეს და როდესაც ბურთი უკვე ნახსენებ იაია ტურეს ხელზე მოხვდა პენალტიც მოითხოვეს, მაგრამ მსაჯმა ყურიც არ შეიბერტყა, შემდეგ კი იმავე ტურემ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან შეინავარდა, დაარტყა და ანგარიში 2:0 გახდა - ოღონდ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, მერე მეკარე გრინს და ამიტომ გოლი ოქმში გოლკიპერს საკუთარ კარში გატანილად მიუწერეს. თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ადამ ჯონსონმა მესამე შეაგდო, ბოლოს კი ისტლენდელთა დაცვას ჩამოეძინა და ჯეიმს ტომკინსმა თავით „გულის მოსაფხანი“ შეაგდო. ცნობისთვის: სტუმართა ფანებს მანჩესტერიდან ლონდონში პლაკატი ჰქონდათ ჩატანილი, რომელზეც ეწერა, ჩვენ ჩემპიონობას ვაპირებთო.
მატჩის შემდეგ, „სიტის“ მწვრთნელის ასისტენტმა ბრაიან კიდმა თქვა: „ვფიქრობ, რობერტო მანჩინი ჩვენი გუნდისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს. მისი სამუშაო ეთიკა გასაოცარია, ისევე როგორც მონდომება და მიზანმიმართულობა. „მანჩესტერ სიტი“ ბედნიერია ასეთი მწვრთნელი რომ ჰყავს. იგი მენტალიტეტით ჩემპიონია. იშვიათად, კაცმა ასეთ ზეწოლას რომ გაუძლოს. თან, მანჩინი საოცრად დაკვირვებული და წვრილმანებში მოკირკიტე ადამიანია“.
„სანდერლენდი“ „კრეივენ კოტეჯზე“ „ფულჰემს“ ეწვია და მართალია ვერ გაუტანა, არც გაუშვია. კაცმა რომ თქვას, ასეთი შედეგით უკმაყოფილო არც ერთი გუნდი უნდა დარჩენილიყო და არც მეორე, მაგრამ ლონდონელებს საწუწუნო მაინც უფრო მეტი დარჩათ - შესვენების შემდეგ სახიფათო მომენტები შექმნეს და ვერ გამოიყენეს. ამ მომენტებს შორის იყო ისიც, სანდერლენდელებმა დიქსონ ეტუჰუს მიერ თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან რომ გამოიტანეს. იყო ერთი კურიოზიც: პირველ ტაიმში, ერთ ეპიზოდში, სტუმრები მეტოქის ნახევარზე ოთხნი დარჩნენ ერთის წინააღმდეგ, მაგრამ დარენ ბენტის სულელურმა პასმა ნაღდი გოლი ქარს გაატანა. მატჩის შემდეგ „სანდერლენდის“ უკმაყოფილო თავკაცი სტივ ბრუსი ასე ამბობდა:
„ამ თამაშის ნახვას სჯობდა დღეს საშობაო საჩუქრების საყიდლად წავსულიყავი. საშინელება იყო. ორივე გუნდი პირველიდან ბოლო წუთამდე რას აკეთებდა თვითონ არ იცოდა. ბევრი ლაპარაკი არც არის საჭირო. ეს შეხვედრა ზუსტად აღიწერება მარტი იმ ეპიზოდითაც, როდესაც ჩვენ ოთხნი შევედით ერთის წინააღმდეგ და გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ“.
„ბლექპულმა“ სტოკში გაიმარჯვა. ამ შეხვედრის სტოკელმა ორგანიზატორებმა საინტერესო რამ მოაწყვეს: ეკრანზე გაუშვეს ლეგენდარული სერ სტენლი მეტიუზის კადრები, რომელიც სხვადასხვა დროს ორივე გუნდში თამაშობდა. სიუჟეტი მასპინძელმა ფანებმაც კარგად მიიღეს და სტუმრებმაც, თუმცა, ისეთი ფეხბურთი სერ სტენლის რომ გაეხარდებოდა, მარტო სტუმრებმა ითამაშეს. „სტოკმა“ იბრძოლა, მაგრამ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია დაუმთავრდა.
„ასტონ ვილას“ „ვესტ ბრომვიჩთან“ გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა - მანამდე პრემიერლიგაში ზედიზედ სამი თამაში წააგო. ახლა, ბირმინგემელთა ფრანგმა თავკაცმა ჟერარ ულიემ ცოტა ამოისუნთქა. „ასტონ ვილას“ „ვესტ ბრომვიჩთან“ 1985 წლის მერე არ წაუგია.
„ევერტონისა“ და „უიგანის“ უგოლო ფრე კი სტუმრების უჩვეულო დაცვამ განაპირობა. საერთოდ, „უიგანს“ „მასიური კედლების მშენებლობა“ არ სჩვევია, მაგრამ ამჯერად სწორედ ასეთ ხერხს მიმართა და როგორც გაირკვა სწორედაც მოქცეულა. აი, „ევერტონს“ კი რაღაცის შეცვლა მართებს, თორემ უკვე შვიდი თამაშია არ მოუგია. მატჩის შემდეგ ლივერპულის გუნდის მწვრთნელმა დევიდ მოიესმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი.
„ვერ მოვიგეთ, არადა პრემიერლიგაში დღევანდელზე უკეთეს შანსს ვერ მიიღებ. სამი თუ ოთხი ხელსაყრელი მომენტი გვქონდა. ამაზე უკეთესი რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ გოლი ვერ შევაგდეთ“.
„ბოლტონსა“ და „ბლექბერნს“ შორის დრამატული შეხვედრა რომ გაიმართა ოქმიდანაც თვალნათლივ ჩანს: დააკვირდით, რომელ წუთებზე გავიდა გოლები... ამ შეხვედრის მთავარი მომენტები დროში ასე განაწილდა: მეორე ტაიმი რომ დაიწყო, მასპინძლებს ჯერ მარკ დევისი გაუძევეს (მსაჯმა ჩათვალა, რომ მან მოწინააღმდეგეს იდაყვი მიარტყა), შემდეგ უმცირესობაში დარჩენიებმა ანგარიში გახსნეს - ფაბრის მუამბამ გაიტანა - 87-ე წუთზე სტუმრებმა ბოლოს და ბოლოს ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით და მამე ბირამ დიუფმა გაქვითა, მაგრამ ყოჩაღმა ბოლტონელებმა სიხარული ერთი წუთით არ აცადეს: სტიუარტ ჰოლდენმა გამარჯვებისა შეაგდო.
„ვულვზმა“ კი „ბირმინგემთან“ 1:0 მოიგო და იმედი გაუღვივდა, რომ პრემიერლიგიდან არ გავარდება. აქ, ყველაფერი უფრო მარტივად იყო: მასპინძლები სტუმრებს აშკარად სჯობდნენ და ბირმინგემელთა მეკარე ბენ ფოსტერის ჩინებული თამაში რომ არა, ალბათ უფრო დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვებდნენ.
დაბოლოს, ლონდონური დერბი: „ტოტენჰემ ჰოთსპური“ ბოლოხანს მოჯახირე „ჩელსის“ წინააღმდეგ. „ლურჯებმა“ კვლავ ვერ მოიგეს და თანაც რა მწარე რამ ერგოთ: მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა დიდიე დროგბამ მსაჯის დამატებულ წუთებზე პენალტი ვერ გაიტანა. არადა, რომ გაეტანა როგორ გამოსწორდებოდა „ჩელსის“ ცხოვრება... წარმოიდგინეთ, „სფურზთან“ გამარჯვება რამხელა ფსიქოლოგიურ სტიმულს მისცემდა კარლო ანჩელოტის გუნდს. ახლა კი, „ჩელსის“ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია.
ამბობენ, თუ პენალტი გოლით არ მთავრდება, დამრტყმელის ბრალიაო და, ალბათ, ასეცაა, მაგრამ, მოდი „სფურზის“ ბრაზილიელ მეკარეს ეურელიო გომეშს გაბრწყინების წამს ნუ გავუხუნებთ - დროგბას მან აუღო. ისე კი, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ პენალტი გომეშის გამო დაინიშნა - რამირესი წააქცია. და კიდევ, კოტ დ’ივუარელმა ამ შეხვედრაში ერთი გოლი მაინც რომ გაიტანა - რომან პავლიჩენკოს შეგდებული დროგბამ გაქვითა - ესეც ბრაზილიელი მეკარის შეცდომის ბრალი იყო.
ბოლოს კი ერთსაც დავძენთ: ამ შეხვედრაში მოედანს ფრენკ ლემპარდი დაუბრუნდა.
ასტონ ვილა-ვესტ ბრომბიჩი 2:1
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - ლიჩაი, კუელიარი, უორნოკი, კოლინზი - ოლბრაიტონი (90. ჰერდი), ჰოგი, ე. იანგი, დაუნინგი, ბენანი (73. რიო-კოკერი) - ჰესკი (84. დელფუნესო).
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): კერსონი - ხარა (88. რიდი), შარნერი, მ. ჩეხი, ტამასი - ტჩოი, ბრანტი, დორანსი, ჯ. ტომასი, მორისონი (76. მილერი) - ფორჩუნი (86. კოქსი).
გოლები: 1:0 დაუნინგი, 2:0 ჰესკი (80), 2:1 შარნერი (90)
გაფრთხილება: ტომასი, ხარა
კუთხური: 6-13; ჯარიმა: 9-15; კარში დარტყმა: 11-17 (2-2); თამაშგარე: 6-3; ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 37 015
ევერტონი-უიგანი 0:0
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ფ. ნევილი, ჯეგიელკა, ბეინესი, დისტინი - კოულმენი, როდუელი, პიენაარი (66. ენიჩიბე), ფელაინი - ტ. კეჰილი, საა (61. ბეკფორდი).
უიგანი (4-5-1): ალ ჰაბსი - გოჰური, კოლდუელი, ფიგეროა, ალკარასი - კლივერლი, უოტსონი, ჰ. ტომასი, ნ’ზოგბია, დიამე - როდალეგა.
გაფრთხილება: ფ. ნევილი, პიენაარი - ტომასი, გოჰური, ფიგეროა, ნ’ზოგბია
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 13-20; კარში დარტყმა: 14-6 (5-2); თამაშგარე: 8-2; ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 32 853
ფულჰემი-სანდერლენდი 0:0
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - პენტსილი, ჰანგელანდი, სალსიდო (72. ბეირდი), ჰიუზი - ს. დევისი, ეტუჰუ (72. ედ. ჯონსონი), დემპსი, მერფი - გერა, კამარა (45. ე. ჯონსონი).
სანდერლენდი (4-4-2): მინოლეტი - ონუოჰა, მენსა, ბერდსლი, ა. ფერდინანდი (10. ალ მუჰამადი) - ჰენდერსონი, კეტერმოლი, რიჩარდსონი, მეილერი (53. ასამოა) - უილბეკი (78. ზენდენი), ბენტი.
გაფრთხილება: რიჩარდსნონი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 15-10; კარში დარტყმა: 18-13 (9-1); თამაშგარე: 1-5; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 24 462
სტოკი-ბლექპული 0:1
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი (83. უილანი), შოუკროსი, კოლინზი, ჰუთი - პენანტი (70. თუნჩაი), დილეპი, ეზერინგტონი, უაიტჰედი - კ. ჯონსი (70. უოლტერსი), ფულერი.
ბლექპული (4-4-2): კინგსონი - ერდლი, კეთკერტი, კრეინი, ივეტი - ტეილორ-ფლეტჩერი, ადამი, ვერნი, ვუგანი - გრენდინი (81. ფილიპსი), კემპბელი.
გოლი: 0:1 კემპბელი (48)
გაფრთხილება: ადამი, ივეტი
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-11; კარში დარტყმა: 22-11 (4-3); თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 26 879
ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი 1:3
ვესტ ჰემი (4-4-2): გრინი - ფობერი, ტომკინსი, ბენ-ჰაიმი, აპსონი - ბარერა (71. კ. კოული), სპექტორი, სტანისლასი (65. კორტნი), პარკერი - ობინა, პიქვიონი (80. ჰაინესი).
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - ბოატენგი, კ. ტურე, საბალეტა, კომპანი - ი. ტურე, ბერი, დე იონგი - ა. ჯონსონი (61. ბალოტელი), და სილვა (86. მილნერი), ჟო.
გოლები: 0:1 ი. ტურე (30), 0:2 გრინი (73. ს.კ.), 0:3 ა. ჯონსონი (81), 1:3 ტომკინსი (89)
გაფრთხილება: ბენ-ჰაიმი - ბალოტელი, დე იონგი, საბალეტა
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 10-15; კარში დარტყმა: 17-14 (3-7); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 32 813
ნიუკასლი-ლივერპული 3:1
ნიუკასლი (4-4-2): კრალი - სიმპსონი, ტეილორი, სანჩესი, ბარტონი (90. რუტლიჯი) - ნოლანი (87. სმიტი), ხონასი, ტიოტე, ამეობი (63. რეინჯერი) - ქეროლი, ამეობი.
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, კირიაკოსი, კონჩესკი, შკრტელი - კუიტი, მეირელეში, მაქსი როდრიგესი (85. იოვანოვიჩი), ლუკასი - ნგოგი (72. ბაბელი), ტორესი.
გოლები: 1:0 ნოლანი (15), 1:1 კუიტი (49), 2:1 ბარტონი (80), 3:1 ქეროლი (90)
გაფრთხილება: ხონასი, ტიოტე - გ. ჯონსონი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 21-13; კარში დარტყმა: 7-21 (3-5); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 50 137
ბოლტონი-ბლექბერნი 2:1
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინელი - რიკეტსი, გ. კეჰილი, რობინსონი, ნაითი - ლი (58. მუამბა), მ. დევისი, მ. პეტროვი (77. ტეილორი), ჰოლდენი - კ. დევისი, ელმანდერი.
ბლექბერნი (5-4-1): რობინსონი - სალგადო (72. დანი), ოლსონი (62. მ.ბ. დიუფი), ჟივე, სამბა, ნილსენი - ემერტონი, ფ. ჯონსი, ე-ჰ დიუფი (77. ჰოილეტი), პედერსენი - რობერტსი.
გოლები: 1:0 მუამბა (65), 1:1 მ.ბ. დიუფი (87), 2:1 ჰოლდენი (88)
გაფრთხილება: ნაითი, მ. დევისი, ელმანდერი, გ. კეჰილი - ფ. ჯონსი, ოლსონი, ნილსენი
გაძევება: მ. დევისი (56)
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 14-16; კარში დარტყმა: 13-22 (5-6); თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 24 471
ვულვზი-ბირმინგემი 1:0
ვულვზი (4-4-2): ჰენესი - ზუბარი, სტირმენი, ელოკობი, ბერა - ფოული, ედუარდსი (84. ს. ფლეტჩერი), უორდი, ჰანტი - მილიაში, ებანკს-ბლეიქი.
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი - კარი, რ. ჯონსონი, მერფი, დანი - ლარსონი, ბოიერი (73. კ. ფილიპსი), ფეჰეი (61. გარდნერი), ფერგიუსონი - ჯერომი, ჟიგიჩი (61. ბოსეჟური).
გოლი: 1:0 ჰანტი (45)
გაფრთხილება: სტირმენი, ფოული - რ. ჯონსონი, ჯერომი, ჟიგიჩი, ლარსონი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 11-16; კარში დარტყმა: 17-3 (8-0); თამაშგარე: 4-5; ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 25 150
ტოტენჰემი-ჩელსი 1:1
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჰატონი, დოუსონი, ასუ-ეკოტო, ბასონგი - ლენონი, პალასიოსი (89. სანდრო), მოდრიჩი, ბეილი - პავლიჩენკო (78. კინი), დეფო (60. კრაუჩი).
ჩელსი (4-3-3): პ. ჩეხი - ფერეირა, ტერი, ივანოვიჩი, ე. კოული - ესიენი, მიკელი (45. დროგბა), რამირესი - კალუ (68. სტარიჯი), მალუდა (78. ლემპარდი), ანელკა.
გოლები: 1:0 პავლიჩენკო (16), 1:1 დროგბა (70)
პენალტი ვერ გაიტანა: დროგბა (90)
გაფრთხილება: ასუ-ეკოტო, გომეში - ესიენი, დროგბა
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 10-14; კარში დარტყმა: 10-15 (1-8); თამაშგარე: 1-5; ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 35 787
მანჩესტერი-არსენალი დღეს
მომდევნო ტური
18 დეკემბერი. სანდერლენდი-ბოლტონი, არსენალი-სტოკი, ბირმინგემი-ნიუკასლი, ბლექბერნი-ვესტ ჰემი, უიგანი-ასტონ ვილა, ლივერპული-ფულჰემი; 19 დეკემბერი. ვესტ ბრომვიჩი-ვულვერჰემპტონი, ბლექპული-ტოტენჰემი, ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი; 20 დეკემბერი. მანჩესტერ სიტი-ევერტონი.
თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 16 10 2 4 34:18 32
2. სიტი 17 9 5 3 24:13 32
3. იუნაიტედი 15 8 7 0 35:16 31
4. ჩელსი 17 9 4 4 31:12 31
5. ტოტენჰემი 17 7 6 4 25:22 27
6. ბოლტონი 17 6 8 3 30:24 26
7. სანდერლენდი 17 5 9 3 20:18 24
8. ნიუკასლი 17 6 4 7 27:26 22
9. ლივერპული 17 6 4 7 21:22 22
10. ბლექპული 16 6 4 6 24:29 22
11. ვესტ ბრომვიჩი 17 6 4 7 24:29 22
12. სტოკი 17 6 3 8 21:22 21
13. ბლექბერნი 17 6 3 8 22:27 21
14. ასტონ ვილა 17 5 5 7 19:28 20
15. ევერტონი 17 3 9 5 18:20 18
16. ბირმინგემი 17 3 9 5 17:20 18
17. ფულჰემი 17 2 10 5 16:20 16
18. უიგანი 17 3 7 7 13:28 16
19. ვულვზი 17 4 3 10 18:30 15
20. ვესტ ჰემი 17 2 6 9 15:30 12
ბომბარდირები: 11 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - ტევესი (მანჩესტერ სიტი), ქეროლი (ნიუკასლი); 8 - დროგბა (ჩელსი), კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი); 7 - ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), მალუდა (ჩელსი); 6 - დევისი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი).
ინგლისი. ჩემპიონატი. XXI ტური
ქუინზ პარკი-უოტფორდი 1:3
გოლები: 0:1 გრემი (26), 0:2 მატჩი (30), 0:3 გრემი (48), 1:3 სმიტი (89)
სუონსი-მილუოლი 1:1
გოლები: 1:0 რენჯილი (18), 1:1 მკანდავირე (26)
ბარნსლი-შეფილდ იუნ 1:0
გოლები: 1:0 კოლეისი (37)
ბრისტოლი-დერბი 2:0
გოლები: 1:0 პიტმენი (48), 2:0 პიტმენი (68)
ბარნლი-ლიდსი 2:3
გოლები: 1:0 ისტონი (29), 2:0 როდრიგესი (37), 2:1 გრეიდელი (52), 2:2 ბეკიო (66), 2:3 ჰოუსონი (85)
ლესტერი-დონკასტერი 5:1
გოლები: 0:1 შარპი (6), 1:1 გალაჰერი (45), 2:1 უილენსი (61), 3:1 ნაფტონი (69), 4:1 ვასელი (75), 5:1 ვეგჰორნი (90)
მიდლსბრო-კარდიფი 1:0
გოლი: 1:0 არკა (40)
ნორვიჩი-პორტსმუთი 0:2
გოლები: 0:1 კიტსონი (73), 0:2 ჰელფორდი (90)
პრესტონი-იფსვიჩი 1:0
გოლი: 1:0 ჰიუმი (50)
რედინგი-ქოვენთრი 0:0
კრისტალ პალასი-ჰალი 0:0
სკანთორპი-ნოტინგემ ფორესტი გადაიდო
1. ქუინზ პარკი 20 11 8 1 36:12 41
2. კარდიფი 21 11 4 6 35:22 37
3. სუონსი 21 11 4 6 28:18 37
4. ლიდსი 21 10 5 6 37:35 35
5. ქოვენთრი 21 10 4 7 28:23 34
6. ნორვიჩი 21 9 6 6 33:29 33
7. დერბი 21 9 3 9 34:27 30
8. უოტფორდი 21 8 6 7 38:33 30
9. ბარნლი 20 7 8 5 32:26 29
10. ბარნსლი 20 8 5 7 25:29 29
11. მილუოლი 21 7 7 7 25:22 28
12. პორტსმუთი 20 8 4 8 28:27 28
13. ლესტერი 21 8 4 9 31:35 28
14. რედინგი 20 6 9 5 28:22 27
15. ნოტინგემი 19 6 9 4 21:17 27
16. დონკასტერი 20 7 6 7 31:34 27
17. ბრისტოლი 20 7 5 8 24:28 26
18. იფსვიჩი 21 7 3 11 22:30 24
19. ჰალი 20 5 8 7 17:23 23
20. შეფილდ იუნ 20 6 4 10 16:28 22
21. მიდლსბრო 21 6 3 12 20:30 21
22. კრ. პალასი 21 6 3 12 24:37 21
23. სკანთორპი 20 6 2 12 23:35 20
24. პრესტონი 21 5 4 12 25:39 19
ბომბარდირები: 13 - ბოთროიდი (კარდიფი); 11 - ბეკიო (ლიდსი), კომონსი (დერბი); 10 - გრემი (უოტფორდი); 9 - იუელუმო (ბარნლი), მაკგუგანი (ნოტინგემი), ტაარაბტი (ქუინზ პარკი); 8 - მეკი (ქუინზ პარკი), კინგი (ლესტერი), მორისონი (მილუოლი), სინკლერი (სუონსი); 7 -ჰემილი (ბარნსლი), შარპი (დონკასტერი), პერკინი (პრესტონი), ჰოლტი (ნორვიჩი).
პირველი ლიგა. XIX ტური
პიტერბორო-როჩდეილი 2:1, ბურნმუთი-ჰარტლპული 0:1, კერლისლი-დაგენჰემი 0:2, კოლჩესტერი-იეოვილი 0:0, ჰადერსფილდი-ბრაიტონი 2:1, ნოთს ქაუნთი-მილტონი 2:0, პლიმუთი-ექსეტერი 2:0, შეფილდი-ბრისტოლი 6:2, საუთჰემპტონი-ბრენტფორდი 0:2, ტრანმერი-ლეიტონი 1:2, ჩარლტონი-უოლსოლი 0:1 ოლდჰემი-სუინდონი გადაიდო.
მეორე ლიგა. XIX ტური
ბარნეტი-ეკრინგტონი 2:0, ბრედფორდი-ჰერეფორდი 1:0, ბარტონი-საუთენდი 3:1, ჩესტერფილდი-თორგუეი 1:0, მაკლსფილდი-ჯილინგემი 2:4, მორკეიმბი-პორტ ვეილი 1:0, როტერჰემი-ოლდერშოტი 1:0, შრუსბერი-ჩელტენჰემი 1:1, სტივენიჯი-ნორთჰემპტონი 0:1, სტოკპორტი-ქრუ 3:3, უაიკომბი-ბერი 1:0. ლინკოლნი-ოქსფორდი გადადო.