რიოს ოთხი უნდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რიო ფერდინანდი კლუბს ახალ კონტრაქტს სთხოვს. მას სურს კარიერა "ოლდ ტრეფორდზე" დაასრულოს. მოქმედი კონტრაქტის თანახმად ფერდინანდმა, რომელსაც ბოლო წლებში ბევრი ტრავმა მიეძალა, "იუნაიტედში" კიდევ ორი წელიწადი უნდა გაატაროს, თუმცა ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი გაუგებს და ვადას გაუხანგრძლივებს.

"მინდა კარიერა აქ, "მანჩესტერ იუნაიტედში" დავასრულო – უთხრა ფერდინანდმა "სანდი ტელეგრაფს" - "ოლდ ტრეფორდზე" ჯერ კიდევ ორ წელიწადს უნდა დავრჩე, მაგრამ თუ მწვრთნელი დაინახავს, რომ ჯანზე ვარ, იქნებ ეს ორი წელიწადი ოთხით შევაცვლევინო, რაც ჩემს ასაკში დიდებული
იქნება".

რიო ფერდინანდი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2002 წელს "ლიდსიდან" გადავიდა. "იუნაიტედმა" მასში 30 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მცველში ასეთი თანხის გადახდა იმხანად მსოფლიო რეკორდი გახლდათ. მანჩესტერელებთან" ერთად ფერდინანდმა პრემიერლიგის ოთხი ტიტული მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული