საქმე ის გახლავთ, რომ რაც ბირმინგემული კლუბის მწვრთნელად "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი ულიე დანიშნეს, თითქოსდა მიკარგული ჰესკი გამოცოცხლდა – ყოფილმა შეფმა ეტყობა ახალგაზრდობა გაახსენა. ფრანგი "ვილა პარკზე" სამი თვეა რაც მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში ჰესკიმ ჯერ 6 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო, შემდეგ კი მუხლი იტკინა და ერთი ხანი საქმეს ჩამოშორ
"ემილი გახლავთ ფეხბურთელი, რომელსაც სულ საკუთარ თავში დარწმუნება სჭირდება. დღეს მას ამაში თანაგუნდელები ხელს უწყობენ. როდესაც ჰესკი "ლესტერში" თამაშობდა მე კი "ლივერპულს" ვედექი სათავეში, მე ის ვიყიდე, რადგან ვიცოდი რისი შემძლეც იყო. არ დაგავიწყდეთ, "ვესტ ბრომვიჩთან" მოედანზე რომ შევიდა ის დიდი ხნის უთამაშებელი იყო. როდესაც მოედანზე ოპერაციის მერე ბრუნდები და ასე თამაშობ, ესე იგი განსაკუთრებული თვისებების მქონე ფეხბურთელი ხარ.
ჰესკისგან მეტს თუ უნდა ველოდოთ? პროგრესს ასაკი ვერ ზღუდავს. განვითარება ყოველთვის შეიძლება. თუ ფიზიკური და მენტალური ენერგია გაქვს, ყოველთვის წახვალ წინ. გარწმუნებთ, ჰესკის არც ერთი აკლია და არც მეორე".