სასწაულითა და ადამიანთა დაჟინებით გადარჩენილმა ჩილელმა მაღაროელებმა „ოლდ ტრეფორდზე“ ჯი-სუნგ პარკის გატანილი გოლი და უეინ რუნის ვერგატანილი პენალტი ნახეს – ისინი „მანჩესტერ იუნაიედისა“ და „არსენალის“ შეხვედრას ესწრებოდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დამთავრდა. ამ მოგების წყალობით „იუნაიტედი“ ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.
ყოფილი გუნდის წარმატება ტრიბუნიდან იხილა მანჩესტერული გუნდის ლეგენდამ დევიდ ბექჰემმაც. როგორც ხედავთ, სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭები 17 ტურის შემდეგ კვლავ წაუგებლად მიდიან და თან... სხვათაგან განსხვავებით 16 თამაში აქვთ ჩატარებული – გეხსომებათ: „ბლექპულთან“ შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო.
„იუნაიტედს“ შეეძლო უფრო
ფერგიუსონი მართალი აღმოჩნდა, როცა ამბობდა „არსენალი“ კერკეტი კაკალია, მისმა შემოქმედებითმა იმიჯმა არ მოგატყუოთო - „მეთოფეებმა“ პირველ ტაიმშივე მიარტყეს მასპინძლებს რამდენჯერმე კოჭებში მეტისმეტად მწარედ. საბოლოოდ კი ყვითელი ბარათების თანაფარდობა 4:0 გამოვიდა - „იუნაიტედიდან“ არავინ გაუფრთხილებიათ. მეტიც, ანდრეი არშავინი და მარუან შამახი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის არბიტრმა ჰოვარდ უებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს დასაჯა, არადა ეს ორი შემტევი არსენალელი პირველი წუთებიდანვე ცდილობდა მასპინძლებისთვის ბურთის მათივე საჯარიმოს სიახლოვეს წართმევას და საამისოდ არას დაგიდევდათ. ასეთ პირობებში სამხრეთ კორეელი პარკის გოლმა მანჩესტერელებს სულზე მოუსწრო და დაამშვიდა. მიმომხილველები წერენ, რომ „იუნაიტედი“ მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის რომ იბრძვის დიდწილად სწორედ აზიელი ვარსკვლავის დამსახურებაა.
ამ შეხვედრაში ჩინებულად ითამაშა სტუმრების 20 წლის პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ. ბევრ მომენტთაგან ერთს გამოვარჩევდით, როდესაც რუნის პასით ანდერსონმა სცადა გოლის შეგდება, დაარტყა, მაგრამ 195 სანტიმეტრის გოლკიპერმა „ოლდ ტრეფორდს“ ლეგენდარული დანიელი პიტერ შმაიხელი გაახსენა.
რუნი ვახსენეთ... ინგლისის ნაკრების თავდამსხმელს მარტის შემდეგ თანაგუნდელების არც ერთი კომბინაცია გოლით არ დაუსრულებია. თუ გააქვს მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობიდან. მიმდინარე სეზონში მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ორჯერ შეაგდო, ამჯერად კი ხარიხას გადააცილა. ცნობისათვის: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „არსენალის“ კარში ბოლო 8 შეხვედრაში უკვე 5 პენალტი დაარტყა.
ორშაბათს „არსენალის“ კარში თერთმეტმეტრიანი იმიტომ დაინიშნა, რომ სტუმრები შეხვედრის მიწურულს უკანმოუხედავად წავიდნენ წინ ანგარიშის გასათანაბრებლად და ზურგი მოაშიშვლეს. სწორედ ამით ისარგებლა ნანიმ და სწრაფი კონტრშეტევის დროს გაელ კლიშის ხელით თამაში გამოსტყუა.
„თუ გუნდს ჩემპიონობა უნდა მთავარ კონკურენტებთან კარგად უნდა ითამაშოს და, ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ასე მოვიქეცით – თქვა მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა – განსაკუთრებით პირველი ტაიმით ვარ კმაყოფილი. ყველაზე მეტად კი მცველებმა გამახარეს. დღეს ბევრი რამ უკანა ოთხეულის თამაშმა პენალტი? უეინმა ძალიან უცნაურად დაარტყა. ის ჩვეულებრივ დაბლა უმიზნებს. არ მახსოვს რუნის ბურთი მაღლა დაერტყას. რატომ მოუვიდა თავში ასეთი აზრი არ ვიცი.“
არსენ ვენგერი: „ჩვენ მეტოქის კართან ხიფათს ვერ ვქმნიდით, საამისოდ პასების სისწრაფე და სიმწვავე გვაკლდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღეს საოცრად მობილიზებული გახლდათ და დაცვაში არ ცდებოდა“.
1. იუნაიტედი 16 9 7 0 36:16 34
2. არსენალი 17 10 2 5 34:19 32
3. სიტი 17 9 5 3 24:13 32
4. ჩელსი 17 9 4 4 31:12 31
5. ტოტენჰემი 17 7 6 4 25:22 27
6. ბოლტონი 17 6 8 3 30:24 26
7. სანდერლენდი 17 5 9 3 20:18 24
8. ნიუკასლი 17 6 4 7 27:26 22
9. ლივერპული 17 6 4 7 21:22 22
10. ბლექპული 16 6 4 6 24:29 22
11. ვესტ ბრომვიჩი 17 6 4 7 24:29 22
12. სტოკი 17 6 3 8 21:22 21
13. ბლექბერნი 17 6 3 8 22:27 21
14. ასტონ ვილა 17 5 5 7 19:28 20
15. ევერტონი 17 3 9 5 18:20 18
16. ბირმინგემი 17 3 9 5 17:20 18
17. ფულჰემი 17 2 10 5 16:20 16
18. უიგანი 17 3 7 7 13:28 16
19. ვულვზი 17 4 3 10 18:30 15
20. ვესტ ჰემი 17 2 6 9 15:30 12