„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ მუშტი მოიღერა, ჩვენი გუნდის მწვრთნელს, ჰარი რედნაპს თავი დაანებეთო. მას მერე, რაც 63 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „დეზებმა“ დიდძალ წარმატებას მიაღწიეს - პრემიერლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდად იქცნენ და ჩემპიონთა ლიგაში არათუ შეაღწიეს, არამედ პლეი-ოფის ეტაპზეც გავიდნენ - მის დათმობას, რასაკვირველია აღარ აპირებენ. კლუბის თავმჯდომარემ დენიელ ლივიმ თქვა:
„ჰარი ჩვენთან გრძელვადიანი კონტრაქტითაა შეკრული. თუკი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას იგი ნაკრების სათავეში დასჭირდება, დაგვიკავშირდება და ამ საკითხზე მაშინ ვილაპარაკებთ. ჩვენი პასუხი, რასაკვირველია, ადექვატური იქნება. სადღეისოდ, მე ვიცი, რომ რედნაპი „სფურზში“ თავს ბედნიერად
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ოქტომბერში, როდესაც რედნაპი ლონდონის გუნდში მივიდა, „დეზები“ პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. დღეს, ჰარი რედნაპი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ფაბიო კაპელოს შემცვლელთა შორის ფავორიტად ითვლება - კაპელოს ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტის ვადა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაუდის.