ინსუას ფიორენტინა იწვევს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალი მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის ცნობით, მისი გუნდის 21 წლის არგენტინელმა მცველმა ემილიანო ინსუამ კარიერა შესაძლოა, "ფიორენტინაში" გააგრძელოს.

"ეს ფეხბურთელი ძალიან მომწონს, მაგრამ "ფიორენტინასთან" მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩემს "ლივერპულში" მოსვლამდე დაიწყო. ასე რომ, არ ვიცი, დარჩება თუ არა ინსუა", - აცხადებს ჰოჯსონი.

ინსუამ "ლივერპულს" 2007 წელს მიაშურა "ბოკა ხუნიორსიდან" და მერსისაიდელთა მაისურით ჩატარებულ 62 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული