დღე ისე არ გავა, კარლოს ტევესისა და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირებაში ახალი დეტალი არ გამომჟღავნდეს. არგენტინელი
ფორვარდი, მოგეხსენებათ, მწვრთნელ რობერტო მანჩინის რამდენიმე დღით შვებულებაში ჰყავდა გაშვებული. სანამ „სიტი“ ტურინში ევროლიგის თამაშზე გახლავთ წასული, თავდამსხმელი მანჩესტერში დაბრუნდა და იქ, სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს. საგანგებო შეხვედრა მანჩინისა და ტევესს პარასკევს აქვთ დათქმული და ამ შეხვედრაზე, ალბათ, ბევრი რამ გაირკვევა კიდეც, მანამდე კი გაირკვა, რომ ისტლენდელთა შეფებმა არგენტინელს დანაპირები არ შეუსრულეს და მისი გაბრაზებაც ამან განაპირობა.
როგორც „სანისთვის“ გახდა ცნობილი, „სიტის“ ხელმძღვანელებსა და
„გასული სეზონის ბოლოს კარლოსი ძალიან იმედგაცრუებული იყო იმის გამო, რომ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავიდა.
იგი ჩემპიონატის მსვლელობისას ხედავდა ყველაფერს, რამაც ასეთი შედეგი განაპირობა და პირველობა რომ დამთავრდა, თავისი ემოციები აღარ დამალა. როგორც ჩანს ტევესმა იგრძნო, რომ მისი ისტლენდიდან წასვლის დრო დაუდგა, მაგრამ კლუბი თავის საუკეთესო თავდამსხმელს ვერ შეელია. გარდა ამისა, მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომელიც „სიტიმ“ არ შეასრულა. ეს შეთანხმება ხელფასთან არ იყო დაკავშირებული.
სხვათაშორის „მანჩესტერ სიტის“ მეპატრონე ხალდუნ ალ მუბარაქი კარლოსს აგვისტოში პირადად ელაპარაკა და უთხრა, რომ იგი მისთვის ფასეული მოთამაშეა, რომლის დაკარგვაც არ სურს. მაშინ, ტევესმა რამდენიმე პირობა წააყენა, რის პასუხადაც უთხრეს, რომ თუ ზაფხულზე ანუ სატრანსფეო ბაზრის დახურვამდე გაჩუმდებოდა და სეზონისთვის „სიტისთან“ ერთად მოემზადებოდა, სექტემბერში მოთხოვნებს დაუკმაყოფილებდნენ. ერთი სიტყვით, ისინი ერთმანეთს რაღაცებს დაპირდნენ და დაშორდნენ, დღეს კი კარლოსს მიაჩნია, რომ კლუბმა თავისი წილი დანაპირები არ შეასრულა.
ვიმეორებ, ეს პირობები ფულთან არ არის დაკავშირებული, თუმცა კონფიდენციალურია და მათი საჯაროდ გახმაურება არ არის საჭირო. „სიტიში“ ამის შესახებ ყვეაფერი კარგად იციან. ფულზე რომ ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა – მანჩესტერელებს აქვთ ის სახსრები, რომ კარლოს ტევესი პრემიერლიგის ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელად აქციონ“.
გარდა ამისა ჯურაბჩიანმა თქვა, რომ ტევესი არ გაიფიცება და წყენის მიუხედავად „სიტის“ შემადგენლობაში ითამაშებს.
„კარლოსი ჩვეულებრივ გავა მოედანზე და როგორც სჩვევია თავდადებით ითამაშებს“.