ფერგიმ თავისებურად დაიწყო

AutoSharing Option

მოგეხსენებათ, კვირას პრემიერლიგაში „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობს და რაც უფრო ახლოვდება ეს შეხვედრა მით უფრო უმძაფრდება მანჩესტერელთა თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს მეტოქის გაღიზიანების სურვილი. რა ხანია ცნობილია, რომ ფერგის ასეთი რამ სჩვევია. ამბობენ, ჰგონია, რომ ასე მოწინააღმდეგეს თავგზას ურევსო.
„ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც დიდ შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. გადამწყვეტ მატჩებში ბრძოლა და გამარჯვება მათთვის უცხო არ არის, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ცნობილია თავისი ჟინითა და შემართებით“, - თქვა სქოთმა.

აქამდე სერ ალექსის ნათქვამში განსაკუთრებული არაფერი

იყო, მერე კი „იუნაიტედის“ ბოსი „ჩელსის“ გადაწვდა და თქვა, რომ „ლურჯები“ ბოლო დროს ცუდად თამაშობენ, რაც იმის ბრალია, რომ გამოუცდელ ყმაწვილებს ეყრდნობიან.


„ლონდონელებმა ბოლო დროს შემადგენლობაში ორი ახალგაზრდა ჩასვეს. ისინი გამოცდილი ფეხბურთელების ნაცვლად გამოჩნდნენ მოედანზე - მიხაელ ბალაკისა და ჟულიანო ბელეტის კონტრაქტებს ხომ ვადა გაუვიდა. დენიალ სტარიჯი და ჯოშ მაკეჩრენი ჯერ არ არიან მზად სრულყოფილად შეცვალონ მრავლის მნახველი მოთამაშეები“.

 



 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული