ძირს ქეიფი!

AutoSharing Option
"ბირმინგემ სიტიმ" საშობაო ქეიფზე უარი განაცხადა - არავის ვათქმევინებთ, გუნდი გავარდნის პირასაა, ესენი კი ილხენენო. სხვათა შორის, შარშან გუნდმა ორდღიანი საშობაო ზეიმი გლაზგოში მოიწყო. წლევანდელი ამბავი კი საზოგადოებას გუნდის თავდამსხმელმა კევინ ფილიპსმა აცნობა.

"მე დავიარე რამდენიმე კლუბი, სადაც ადრე ვქეიფობდით ხოლმე, მაგრამ ხალხმა რომ დამინახა, მითხრა: რა გაქეიფებთ, გასავარდნთა ზონას მხოლოდ ორი ადგილი გაშორებთო".

მიმდინარე სეზონში "ბირმინგემის" მთავარი პრობლემა გოლების სიმწირეა - 17 შეხვედრაში 17.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული