ჯო კოულის ბრალია?

AutoSharing Option
ლივერპულმა" ევროლიგაში "უტრეხტთან" საშინლად რომ ითამაშა და ფანობას მოსაწყენი სანახაობა შესთავაზა, მწვრთნელის, როი ჰოჯსონის აზრით დიდწილად "ჩელსიდან" გადაყვანილი ცნობილი გარემარბის ჯო კოულის ბრალია. ჰოჯსონმა, ამ დღეს, პრემიერლიგის ბოლო თამაშთან შედარებით ათი ფეხბურთელი შეცვალა. მატჩის შემდეგ მან თქვა:
"ჯომ კარგად იცის, რომ გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში ვიდრე ამ შეხვედრაში მოახერხა. ის საკუთარ თავს ბევრს სთხოვს და, ცხადია, თავადვე მიხვდა, რომ თავის სტანდარტებზე ცუდად ითამაშა".

"უტრეხტთან" შეხვედრის მიწურულს კოულმა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ჰოჯსონმა ბრძანა: "ჯოს სტილის ფეხბურთელები სანტიმეტრებში წყვეტენ ყველაფერს. რასაკვირველია,
სხვანაირად რომ დაერტყა ალბათ გაიტანდა".

თუმცა, კოული სულაც არ იყო ერთედერთი მოთამაშე, რომელმაც ეს შეხვედრა ჩააგდო. ამიტომაც მოუხდა ჰოჯსონს მერსისაიდელი ფანებისთვის ბოდიშის ორჯერ მოხდა. დიახ, "ლივერპული" ევროლიგის მეთექვსმეტედფინალში გავიდა და დღეს თავისი მორიგი მეტოქის სახელს შეიტყობს, მაგრამ ფაქტია, რომ ისე ვერ თამაშობს, შეჯიბრების ფავორიტებში რომ მოიხსენიონ.

პირველი ბოდიში ჰოჯსონმა იმიტომ მოიხადა, რომ თამაშის წინ თქვა ფერნანდო ტორესს ვათამაშებო და ბოლოწამს გადაიფიქრა, მეორე ბოდიშის მიზეზი კი გასაგებია – გუნდმა საშინლად ითამაშა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული