კვირა საღამოს გამოჩნდება რამდენად მართალი იყო „ჩელსის“ იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კატეგორიულად რომ აცხადებდა, ჩემმა გუნდმა რთული პერიოდი უკვე დაძლიაო - „სტემფორდ ბრიჯზე“ ლონდონელები „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხვდებიან. ანჩელოტიმ ისიც თქვა, რომ მისი ბიჭებისთვის ბოლო ტურებში 21 შესაძლებლიდან მხოლოდ 6 ქულის მოპოვება განსაკუთრებული ჩავარდნა სულაც არ ყოფილა. ეს, რასაკვირველია, საკამათო საკითხია, თუმცა იმაში, რომ გასულ ორშაბათს „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ კარში დიდიე დროგბას მიერ ბოლო წუთზე დარტყმული პენალტი რომ გასულიყო „ჩელსი“ 2:1-ს მოიგებდა, „ლურჯების“ თავკაცს ვერ შეედავები.
თუმცა, მარტო სტატისტიკით იმ შეხვედრას სრულყოფილად
ჩავხედოთ ცხრილს: „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ დროგბა ძველებურად ათამაშდა, ტერის ზურგის ტკივილმა გაუარა, ფრენკ ლამპარდი კი მოედანს უბრუნდება და სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს სამქულიანი უპირატესობა ამ უქმეებზე გაბათილდეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერთი თამაში მარაგში რჩება და ამას დღეს და ხვალ არაფერი ეშველება.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ პრემიერლიგაში 10 ნოემბრის შემდეგ არ მოუგია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი წაუგებლად მიდის. მაშ მათ შორის განსხვავება მხოლოდ 3 ქულა რატომ არის? იმიტომ, რომ მანჩესტერელებს ბევრი მოულოდნელი ფრე აქვთ ნათამაშები. რაკიღა ლიდერებზე ვლაპარაკობთ, „არსენალის“ ამბავიც დავძინოთ - „მეთოფეები“ ამ სეზონში ძალიან არასტაბილურად თამაშობენ და ვერც ისინი ახერხებენ დაწინაურებას.
„მანჩესტერ სიტი“? ისტლენდელები ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან და თან, აცხადებენ, რომ კარლოს ტევესთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი არეულობა მათზე ცუდად არ იმოქმედებს - მწვრთნელი რობერტო მანჩინი დარწმუნებულია, რომ ტევესი არსადაც არ წავა და ორშაბათს „ევერტონის“ წინააღმდეგ ითამაშებს. და კიდევ, ლიდერებთან ერთი ხელის გაწვდენაზეა „ტოტენჰემ ჰოთსპური“, რომელიც ხვალ „ბლექპულს“ სტუმრობს.
თუმცა, ისე გამოგვივიდა, რომ ყველაზე ვილაპარაკეთ თავად ლიდერის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა. არადა, „იუნაიტედი“ ლიდერებს შორის ყველაზე ოპტიმისტურად ხვდება შობის დღესასწაულს. არ იფიქროთ, რომ ეს უეინ რუნის სასწაულების გამო ხდება - რუნი კვლავ ვერ ათამაშებულა ისე, როგორც მისგან ქომაგები ელიან, მაგრამ მანჩესტერელთა დაცვა ამ ბოლო დროს მართლა გამორჩეულია. „იუნაიტედისთვის“ „ჩელსის“ დამარცხება მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ იქნება.
„კვირას უდიდესი მნიშვნელობის თამაში გველის - თქვა სერ ალექს ფერგიუსონმა - თუ გავიმარჯვებთ ლიდერობას მყარად ვიგდებთ ხელთ“.
ეს უმნიშვნელოვანესი თამაში, როგორც მოგახსენეთ, კვირას გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაწყების მომენტისთვის ცხრილის სათავეში შეიძლება „არსენალი“ იყოს - ჩრდილოლონდონელები ხომ შაბათს თამაშობენ, „სტოკს“ მასპინძლობენ და შეუძლიათ 24 საათით მაინც გადმოხედონ დანარჩენ გუნდებს ზემოდან. არსენ ვენგერის თერთმეტეულს, სავარაუდოდ, სესკ ფაბრეგასი გააძლიერებს. კიდევ, „მეთოფეთა“ მწვრთნელი საკუთარ მოედანზე იქნება და საფარს ვეღარაფერს დააბრალებს - არადა, ვენგერმა „ოლდ ტრეფორდზე“ მატჩის შემდეგ სწორედ გრუნტ-ბალახის გამო დაიწუწუნა.
სხვათა შორის, „ემირეიტ სთედიუმი“, რომელზეც „არსენალი“ ოდესღაც თამაშს თამაშზე იგებდა, ამ სეზონში მასპინძელთათვის შეუვალი ციხესიმაგრე ვეღარ არის. აქ გაიმარჯვეს „ვესტ ბრომვიჩმა“, „ნიუკასლმა“ და „ტოტენჰემმა“.
დღეს
სანდერლენდი-ბოლტონი 16:45
დისკვალიფიკაცია: მ. დევისი (ბოლტონი)
ტრავმა: ფერდინანდი, ბრემბლი, ტერნერი, კემპბელი - გარდნერი, დევისი, სემუელი
არსენალი-სტოკი 19:00
ტრავმა: ფაბიანსკი, ალმუნია, ბენდტნერი, დიაბი - დიაო, სიდიბე
ბირმინგემი-ნიუკასლი 19:00
ტრავმა: ჰლები, მაკფადენი - ამეობი, ჰარპერი, გოსლინგი, ტეილორი, ბენ არფა
ბლექბერნი-ვესტ ჰემი 19:00
ტრავმა: ნზონზი, გრელა, ენდრიუსი - კოლისონი, ედგარი, ჰიტცშპერგერი, კურუჟი
უიგანი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: ტომასი (უიგ)
ტრავმა: ბოისი, მაკკარტი, დი სანტო, მოზესი - ლ. იანგი, სიდუელი, პეტროვი, დელფი, უაიმენი
ლივერპული-ფულჰემი21:30
ტრავმა: აგერი, სპირინგი, კარაგერი - დემბელე, სენდეროსი, ზამორა, სტოორი
ხვალ
ვესტ ბრომვიჩი-ვულვერჰემპტონი 16:00
ტრავმა: ოლსონი - მენსიენი, მოუიოკოლო, ჰენრი, დოილი, კრედოკი, გუედიურა, ნაითი
ბლექპული-ტოტენჰემი 17:30
დისკვალიფიკაცია: ადამი (ბლექ)
ტრავმა: ჰერევუდი, გილკსი, მ. მარტინი, ბეშემი, კლერკი - კრანჩარი, ჯენასი, გალასი, ო’ჰარა, ჰადლსტოუნი, ვუდგეიტი
ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი 20:00
ტრავმა: ბოსინგვა, ალექსი, ბენაიუნი - ოუენი, სქოულზი, ჰარგრივზი, ვალენსია
ზეგ
მანჩესტერ სიტი-ევერტონი 24:00
დისკვალიფიკაცია: არტეტა (ევერ)
ტრავმა: ადებაიორი - ჰეიტინგა, ვუგანი, ბერკლი,
1. იუნაიტედი 16 9 7 0 36:16 34
2. არსენალი 17 10 2 5 34:19 32
3. სიტი 17 9 5 3 24:13 32
4. ჩელსი 17 9 4 4 31:12 31
5. ტოტენჰემი 17 7 6 4 25:22 27
6. ბოლტონი 17 6 8 3 30:24 26
7. სანდერლენდი 17 5 9 3 20:18 24
8. ნიუკასლი 17 6 4 7 27:26 22
9. ლივერპული 17 6 4 7 21:22 22
10. ბლექპული 16 6 4 6 24:29 22
11. ვესტ ბრომვიჩი 17 6 4 7 24:29 22
12. სტოკი 17 6 3 8 21:22 21
13. ბლექბერნი 17 6 3 8 22:27 21
14. ასტონ ვილა 17 5 5 7 19:28 20
15. ევერტონი 17 3 9 5 18:20 18
16. ბირმინგემი 17 3 9 5 17:20 18
17. ფულჰემი 17 2 10 5 16:20 16
18. უიგანი 17 3 7 7 13:28 16
19. ვულვზი 17 4 3 10 18:30 15
20. ვესტ ჰემი 17 2 6 9 15:30 12
ბომბარდირები: 11 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - ტევესი (მანჩესტერ სიტი), ქეროლი (ნიუკასლი); 8 - დროგბა (ჩელსი), კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი); 7 - ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), მალუდა (ჩელსი); 6 - დევისი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი).