სინოპტიკურად დაუზუსტებელი მომავალი

AutoSharing Option

ინგლისში საშინელი ამინდია - თოვლი, ქარბუქი. ამიტომაც გადაიდო უამრავი თამაში, როგორც პრემიერლიგაში, ასევე ქვედა დივიზიონებში. გადაიდო მთავარი შეხვედრაც: „ჩელსის“ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ უნდა ემასპინძლა. ქვეყნის ჩემპიონი „იუნაიტედის“ ძლევით კრიზისული პერიოდის დასრულებასა და ტიტულისთვის ბრძოლაში კვლავ მოწინავე პოზიციის დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ „მოღერებული მუშტის“ დაშვება მოუხდა.


დასავლეთლონდონელთა კლუბის ვებ-გვერდზე წერია: „სტემფორდ ბრიჯზე“ კვირის თამაში დედაქალაქის პოლიციასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კონსულტაციის შემდეგ, გადაიდო. ფანებს შეუძლიათ გადახდილი ფულის დასაბრუნებლად ბილეთები სალაროებს გაუგზავნონ. იმისათვის, რომ თქვენი ბილეთი ნამდვილად მოვიდეს დანიშნულების ადგილას, გირჩევთ ისარგებლოთ „სამეფო ფოსტით“. ამასთან,

გაცნობებთ, რომ ყველა ბილეთი, რომელსაც ფანები დაიტოვებენ, გამოდგება შეხვედრის იმ დღეს, როდესაც გადადებული შეხვედრა ჩატარდება“.

ავდარმა პრემიერლიგის მხოლოდ ორი შეხვედრა ვერ ჩაშალა და ქვემოთ მათ მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ. პირველი გახლავთ „სანდერლენდისა“ და „ბოლტონის“ მატჩი, რომელიც დენი უილბეკის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლის წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. შედეგად, ცხრილში „სანდერლენდი“ „ბოლტონს“ გადაახტა და ერთხელაც დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში ევროლიგაში სურს თამაში. „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ ნაქირავებმა თავდამსხმელმა ეგრეთ წოდებული გაწოლილი თავურით მიაღწია მიზანს. ამ ეპიზოდში ბურთი მისთვის ხელსაყრელი ადგილისკენ იმიტომ გადავარდა, რომ დარენ ბენტის დარტყმული მეკარე იუსი იაასკელაინენმა მოიგერია მისი მიმართულებით. მოედნის გადაღმა კი იაასკელაინენის კოლეგამ კრეიგ გორდონმა 45-ე წუთზე დიდებული რეაქცია გამოამჟღავნა და ზეტ ნაითს გოლი არ გაატანინა. აღსანიშნავია, რომ „სანდერლენდს“ უფრო დიდი სხვაობითაც შეეძლო მოგება, მაგრამ 70-ე წუთზე უილბეკის დარტყმული ძელს მოხვდა და ხაზს გარეთ გადმოვარდა, არადა შეიძლებოდა შიგნითაც შევარდნილიყო.

„აქ, იმიტომ გადმოვედი, რომ რეგულარულად ვითამაშო და გოლები გავიტანო. ძალიან კმაყოფილი ვარ. შევეცდები მომავალშიც ასე გავაგრძელო. პრემიერლიგაში, რასაკვირველია, ყველა შეხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ „ბოლტონთან“ მოგება და ცხრილში მასზე წინ გადასვლა ძალიან სასიხარულო იყო“, - თქვა უილბეკმა.

„მთელ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მომიწია სერიოზულად ჩართვა, მაგრამ რთული დარტყმა მოვიგერიე და ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებაში წვლილი შევიტანე“, - ეს კი მეკარე კრეიგ გორდონმა თქვა.

და მეორე შეხვედრა, რომელიც ქარბუქმა ჯერ დაუზუსტებელ მომავალში არ გადააგდო, გახლდათ „ბლექბერნისა“ და „ვესტ ჰემის“ 1:1. აუტსაიდერი „ვესტ ჰემი“ ამ შეხვედრაშიც მარცხდებოდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა 21 წლის ჯუნიორ სტანისლასმა „ბლექბერნის“ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ სტივი კინს თავის პირველ შეხვედრაში არ გაამარჯვებინა - მან რაიან ნელსენის მიერ 51-ე წუთზე გატანილი, უფრო სწორად, შეტენილი გოლი გაქვითა. ამ შეხვედრაში „ბლექბერნის“ ყმაწვილი მცველი ფილ ჯონსი ისე დაშავდა, რომ შეიძლება მთელი დარჩენილი სეზონი გაუცდეს. 18 წლის ბიჭი მოედანზე სულ 10 წუთის შესული იყო, როდესაც კარლტონ კოულთან შეჯახების შემდეგ ძალიან მოუხერხებლად დაეცა.

„ვესტ ჰემის“ თავკაცმა ავრამ გრანტმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა: „ვფიქრობ, დღეს სამ ქულას ვიმსახურებდით. ჩვენ აშკარა საგოლე მომენტებიც შევქმენით და ნახევარმომენტებიც. პლუს ძელსაც გავარტყით ბურთი. ჩემი ბიჭების უტეხი სულითა და შემართებით ძალიან კმაყოფილი ვარ“.

სანდერლენდი-ბოლტონი 1:0
სანდერლენდი (4-4-2): გორდონი - ონუოჰა, მენსა (22. ალ მუჰამადი), ბერდსლი, ა. ფერდინანდი - ჰენდერსონი, კატერმოული, უილბეკი, რიჩარდსონი - ბენტი, ასამოა გიანი (74. ზენდენი).
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - რიკეტსი, გ. კეჰილი, რობინსონი, ნაითი - მ. პეტროვი (63. კლასნიჩი), ჰოლდენი, ტეილორი (83. როდრიგო), მუამბა (83. კოენი) - ელმანდერი, კ. დევისი
გოლი: 1:0 უილბეკი (32)
გაფრთხილება: კატერმოული - გ. კეჰილი, ჰოლდენი, მუამბა
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 8-13; კარში დარტყმა: 13-13 (5-3); თამაშგარე: 3-0;  ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 35 101


ბლექბერნი-ვესტ ჰემი 1:1

ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო, სამბა (57. ფ. ჯონსი/ 67. ჰენლი), ჟივე, ნელსენი - ე.ჰ. დიუფი, ემერტონი, დანი, პედერსენი - მ.ბ. დიუფი, რობერტსი (10. მვარუვარი).
ვესტ ჰემი (4-5-1): ბოფინი - ბენ-ჰაიმი, ტომკინსი, გებიდონი, აპსონი - დაიერი (82. მაკკარტი), პარკერი, ბარერა (57. სტანისლასი), ბოა მორტე, სპექტორი (57. კ. კოული) - პიქვიონი.
გოლები: 1:0 ნილსენი (51), 1:1 სტანისლასი (78)
გაფრთხილება: ემერტონი, ჟივე - ბენ-ჰაიმი, ტომკინსი, ბოა მორტე
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-10; კარში დარტყმა: 11-10 (3-2); თამაშგარე: 3-6;  ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 21 934


არსენალი-სტოკი, ბირმინგემი-ნიუკასლი, უიგანი-ასტონ ვილა, ლივერპული-ფულჰემი, ვესტ ბრომვიჩი-ვულვერჰემპტონი, ბლექპული-ტოტენჰემი და ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი გადაიდო


მომდევნო ტური
26 დეკემბერი: ფულჰემი-ვესტ ჰემი, ბლექბერნი-სტოკი, ბლექპული-ლივერპული, ბოლტონი-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-ბირმინგემი, მანჩესტერ იუნაიტედი-სანდერლენდი, ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი, ვულვერჰემპტონი-უიგანი, ასტონ ვილა-ტოტენჰემი; 27 დეკემბერი: არსენალი-ჩელსი.


თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 16 10 2 4 34:18 32        
2. სიტი 17 9 5 3 24:13 32        
3. იუნაიტედი 15 8 7 0 35:16 31        
4. ჩელსი 17 9 4 4 31:12 31
5. ტოტენჰემი 17 7 6 4 25:22 27
6. სანდერლენდი 18 6 9 3 21:18 27              
7. ბოლტონი 18 6 8 4 30:25 26                 
8. ნიუკასლი 17 6 4 7 27:26 22        
9. ლივერპული 17 6 4 7 21:22 22        
10. ბლექპული 16 6 4 6 24:29 22        
11. ვესტ ბრომვიჩი 17 6 4 7 24:29 22
12. ბლექბერნი 18 6 4 8 23:28 22        
13. სტოკი 17 6 3 8 21:22 21        
14. ასტონ ვილა 17 5 5 7 19:28 20        
15. ევერტონი 17 3 9 5 18:20 18        
16. ბირმინგემი 17 3 9 5 17:20 18        
17. ფულჰემი 17 2 10 5 16:20 16        
18. უიგანი 17 3 7 7 13:28 16        
19. ვულვზი 17 4 3 10 18:30 15        
20. ვესტ ჰემი 18 2 7 9 16:31 13


ბომბარდირები: 11 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - ტევესი (მანჩესტერ სიტი), ქეროლი (ნიუკასლი); 8 -კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი); 7 - ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), დროგბა (ჩელსი), მალუდა (ჩელსი); 6 - დევისი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი).


ინგლისი. ჩემპიონატი. XXII ტური
დონკასტერი-მიდსლბრო 2:1
გოლები: 0:1 მაკდონალდი (4), 1:1 ჰეიტესი (22), 1:2 სტოკი (90)

ქივენთრი-ნორვიჩი 1:2
გოლები: 0:1 ჰოლტი (64), 1:1 კინგი (73), 1:2 ჰოლტი (87)

დერბი-რედინგი 1:2
გოლები: 0:1 ლონგი (43), 1:1 კომონსი (61), 1:2 ლონგი (88)

ჰალი-ბრისტოლი 2:0
გოლები: 1:0 სიმპსონი (13), 2:0 სიმპსონი (62)

ლიდსი-ქუინზ პარკი 2:0
გოლები: 1:0 გრადელი (25), 2:0 გრადელი (70)

ნოტინგემი-კრისტალ პალასი 3:0
გოლები: 1:0 ჩემბერსი (31), 2:0 თადჯი (46), 3:0 მაკკლირი (85)

შეფილდი-სუონსი 1:0
გოლები: 1:0 ევანსი (44)

იფსვიჩი-ლესტერი 3:0
გოლები: 1:0 ნორისი (6), 2:0 სკოტლენდი (27), 3:0 სკოტლენდი (39)

უოტფორდი-პრესტონი, პორტსმუთი-სკანთორპი, მილუოლი-ბარნსლი, კარდიფი-ბარნლი გადაიდო

თ მ ფ წ ბ ქ
1. ქუინზ პარკი 21 11 8 2 36:14 41       
2. ლიდსი 22 11 5 6 39:35 38        
3. კარდიფი 21 11 4 6 35:22 37        
4. სუონსი 22 11 4 7 28:19 37        
5. ნორვიჩი 22 10 6 6 35:30 36        
6. კოვენთრი 22 10 4 8 29:25 34        
7. რედინგი 21 7 9 5 30:23 30        
8. ნოტინგემი 20 7 9 4 24:17 30        
9. დერბი 22 9 3 10 35:29 30        
10. უოტფორდი 21 8 6 7 38:33 30        
11. დონკასტერი 21 8 6 7 33:35 30        
12. ბარნლი 20 7 8 5 32:26 29        
13. ბარნსლი 20 8 5 7 25:29 29       
14. მილუოლი 21 7 7 7 25:22 28        
15. პორტსმუთი 20 8 4 8 28:27 28        
16. ლესტერი 22 8 4 10 31:38 28        
17. იფსვიჩი 22 8 3 11 25:30 27        
18. ჰალი 21 6 8 7 19:23 26        
19. ბრისტოლი 21 7 5 9 24:30 26        
20. შეფილდ იუნ 21 7 4 10 17:28 25        
21. მიდლსბრო 22 6 3 13 21:32 21        
22. კრ. პალასი 22 6 3 13 24:40 21        
23. სკანთორპი 20 6 2 12 23:35 20        
24. პრესტონი 21 5 4 12 25:39 19


ბომბარდირები: 13 - ბოთროიდი (კარდიფი); 12 - კომონსი (დერბი); 11 - ბეკიო (ლიდსი); 10 - გრემი (უოტფორდი); 9 - ჰოლტი (ნორვიჩი), იუელუმო (ბარნლი), მაკგუგანი (ნოტინგემი), ტაარაბტი (ქუინზ პარკი);  8 - მეკი (ქუინზ პარკი), კინგი (ლესტერი), მორისონი (მილუოლი), სინკლერი (სუონსი); 7 -ჰემილი (ბარნსლი), შარპი (დონკასტერი), პერკინი (პრესტონი), ჰეიტერი (დონკასტერი).


პირველი ლიგა. XX ტური

ექსეტერი-შეფილდ უენსდი 5:1.
დანარჩენი თამაშები გადაიდო

მეორე ლიგა. XX ტური

ტური გადაიდო

კონფერენსი. XXII ტური

ფლიტვუდი-ნიუპორტი 1:1.
დანარჩენი შეხვედრები გადაიდო.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული