ადე, წამოდი!

AutoSharing Option
"ვესტ ჰემი" იანვარში ემანუელ ადებაირის შეძენას აპირებს. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ "ჩაქუჩები" ტოგოელი თავდამსხმელის დაქირევებას ფიქრობენ – ადებაიორს, მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიდან" წასვლა სურს. "ვესტ ჰემის" მეპატრონეები დევიდ გოლდი და დევიდ სალივანი თავის დროზე ლონდონიდან (ოღონდ "არსენალიდან") გაქცეულ ფეხბურთელს ისევ დედაქალაქში დაბრუნებას უფინანსებენ.

"ვესტ ჰემთან" დაკავშირებულმა მავანმა ადამიანმა ინგლისურ ტაბლოიდებს უთხრა: "საიდუმლო არ არის, რომ ადებაიორი მანჩესტერში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ჩვენ ამით სარგებლობა გადავწყვიტეთ. რასაკვირველია, ზაფხულზე ამ თავდამსხმელს უკვე დიდი კლუბები დაესევიან, მაგრამ ზაფხულამდე, იანვრის სატრანსფერო ფანჯრით
სარგებლობა ნამდვილად შეიძლება".

ადებაიორის აყვანა "ვესტ ჰემის" მწვრთნელის ავრამ გრანტის მხრიდან აუტსაიდერი გუნდის ხსნის განწირულ მცდელობას ჰგავს, თუმცა რამდენად უშველის ეს თავად გუნდს ან პირადად მწვრთნელს, კაცმა არ იცის. გოლდმა და სალივანმა გრანტს ოთხთამაშიანი ვადა მისცეს. მოთხოვნა ასეთია: საახალწლო მიყოლებულ შეხვედრებში "ჩაქუჩებმა" 6 ქულა მაინც უნდა აიღონ. ლონდონელთა მეტოქეები არიან: "ფულჰემი", "ევერტონი", "ვულვზი" და "ნიუკასლი".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული