მივსტირით მანჩესტერელთა შანსს

AutoSharing Option


„ევერტონთან“ გამარჯვება „მანჩესტერ სიტის“ საშობაოდ ცხრილში პირველ ადგილზე გადაახტუნებს, რაც 1929 წლის შემდეგ არ მომხდარაო, ვწერდით ორიოდ დღის წინ. ვაგლახ, ისტლენდელებმა კვლავ ვერ აიხდინეს საწადელი და დედამიწა მათი ლიდერობის გარეშე შეუდგა ოთხმოცდამეორე წრეს მზის გარშემო. არადა, „სიტის“ ამ შეხვედრისთვის კარლოს ტევესი დაუბრუნდა. მეტიც, არათუ დაუბრუნდა, ამ ათიოდ დღის წინ კლუბის ოფისში მიტანილი განცხადება გუნდიდან განთავისუფლების შესახებ გამოიტანა კიდეც.
გაიმარჯვა „ევერტონმა“, რაც ტიმ კეჰილის დამსახურება გახლდათ. ეს ფეხბურთელი „სიტის“ მტერია –მესამედ ჩავიდა ისტლენდზე და მესამე გოლი გაუტანა, შემდეგ კი ლეიტონ ბეინესს

საგოლე პასი ჩააწოდა.

მანჩესტერელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს. ის წესით იაია ტურეს უნდა ჩათვლოდა, მაგრამ ფილ ჯეგიელკას ავტოგოლად გაფორმდა.

მსაჯმა თითო კაცი ორივე გუნდს გაუგდო: „ევერტონს“ ენიჩიბე, „სიტის“ კი კოლო ტურე. მიზეზი ორივე შემთხვევაში მეორე ყვითელი გახლდათ.

მანჩესტერ სიტი-ევერტონი
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი – საბალეტა, კ. ტურე, კოლაროვი, კომპანი – მილნერი (46. ა. ჯონსონი), ი. ტურე, ბერი – სილვა, ბალოტელი (83. ჟო), ტევესი
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი – ფ. Nევილი, ჯეგიელკა (79. ჰიბერტი), ბეინესი, დისტინი – კოულმენი (75. საა), როდუელი, ოსმანი, ფელაინი – ენიჩიბე, ტ. კეჰილი
გოლები: 0:1 ტ. Kკეჰილი (4), 0:2 ბეინესი (19), 1:2 ჯეგიელკა (72 ს.კ.)
გაფრთხილება: კომპანი, ბერი, კ. ტურე – ფელაინი, ენიჩიბე
გაძევება: ენიჩიბე (ევერტონი – 60), კ. ტურე (სიტი-90)
კუთხური: 11-0; ჯარიმა: 10-13; კარში დარტყმა: 33-5 (5-2); თამაშგარე: 2-2;  ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 45 028

1. იუნაიტედი 16 9 7 0 36:16 34
2. არსენალი 17 10 2 5 34:19 32        
3. სიტი 18 9 5 4 25:15 32            
4. ჩელსი 17 9 4 4 31:12 31
5. ტოტენჰემი 17 7 6 4 25:22 27
6. სანდერლენდი 18 6 9 3 21:18 27              
7. ბოლტონი 18 6 8 4 30:25 26                 
8. ნიუკასლი 17 6 4 7 27:26 22        
9. ლივერპული 17 6 4 7 21:22 22        
10. ბლექპული 16 6 4 6 24:29 22        
11. ვესტ ბრომვიჩი 17 6 4 7 24:29 22
12. ბლექბერნი 18 6 4 8 23:28 22        
13. სტოკი 17 6 3 8 21:22 21
14. ევერტონი 18 4 9 5 20:21 21        
15. ასტონ ვილა 17 5 5 7 19:28 20               
16. ბირმინგემი 17 3 9 5 17:20 18        
17. ფულჰემი 17 2 10 5 16:20 16        
18. უიგანი 17 3 7 7 13:28 16        
19. ვულვზი 17 4 3 10 18:30 15        
20. ვესტ ჰემი 18 2 7 9 16:31 13

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული