"აქ კარიერის ბოლომდე მინდა დარჩენა, - უთხრა მცველმა News of the World-ს. - სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ექვსწლიან კონტრაქტს. ძალიან მიყვარს პრემიერლიგაში თამაში, ეს მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა. რატომ უნდა ვიფიქრო სადმე სხვაგან წასვლაზე? ჰარის ხელმძღვანელობით ჩვენთან
შემდეგ, ასუ-ეკოტომ ის ამბავი გაიხსენა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ თანაგუნდელებმა რომ ვერ იცნეს.
"როდესაც სერიოზულ ტრავმას მკურნალობ და წელიწადნახევრით იკარგები, ყველას ავიწყდები. მახსოვს, ბაზაზე დაბრუნებული რამდენიმე თანაგუნდელმა ვერც კი გამიხსენა. ალან ჰატონმა ჯერმაინ ჯენასს ჰკითხა: ეს ვინღა არის? მოკლედ, არავის ვახსოვდი, მაგრამ მე ადგილის დამკვიდრების და თამაშის სურვილი მკლავდა და ძირითად შემადგენლობაში ჩემი ადგილი მოვიპოვე".