თარიღიც ამას ჰქვია!

AutoSharing Option

„ჩელსიმ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძლება პრემიერლიგის მიმდინარე სეზონს ერთმანეთთან შეხვედრით დაუსვან წერტილი. მოვლენათა ასეთი განვითარება მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც გასულ კვირას ყინვისა და დიდთოვლობის გამო „სტემფორდ ბრიჯზე“ ამ გუნდების შეხვედრა ჩაიშალა. კალენდრის თანახმად, კარლო ანჩელოტისა და ალექს ფერგიუსონის გუნდებმა 7 მაისს უნდა ითამაშონ. ეს მატჩი „ოლდ ტრეფორდზე“ გაიმართება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ათი დღის მერე მეტოქეები ლონდონშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს უკვე ის შეხვედრა იქნება, კვირას რომ უნდა გამართულიყო.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში უკვე ბევრი თამაში გადაიდო და მათთვის ახალი თარიღების გამოძებნა

პრემიერლიგის შეფებს უჭირთ, მაგრამ პრობლემა კიდევ უფრო შორს თუ არ წავა, არა უშავს. საქმე ის გახლავთ, რომ სინოპტიკოსები, უახლოეს მომავალში, ბრიტანეთში კვლავ ავდარს წინასწარმეტყველებენ და თუ ახალი თამაშებიც გადაიდება, სეზონის ბოლოს დიდი არეულობაა მოსალოდნელი.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე ორი შეხვედრა გადაუდეს. პირველი, „ბლექპულის“ წინააღმდეგ, 25 იანვარს გაიმართება, აი, „ჩელსისთან“ თამაშის თარიღი კი ძნელი მოსაძებნი აღმოჩნდა. იმის გამო, რომ როგორც მანჩესტერელები ასევე დასავლეთლონდონელები, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგაშიც გააგრძელებენ გამოსვლას და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზეც, აპრილსა და მაისში თითოს დაახლოებით 15 თამაში მოუწევს. საერთოდ, პრემიერლიგა ყოველ სეზონში ოთხ სათადარიგო დღეს შეიგულებს ხოლმე, მაგრამ ამ სეზონში სამი – 11, 24 იანვარი და 19 აპრილი – ფეხბურთის ასოციაციის თასის გადათამაშებებს დაეთმობა, ასე რომ რჩება მაისის 17-18, ბოლო ტურამდე ოთხი დღით ადრე.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული