ტევესი და კუკი

AutoSharing Option
კარლოს ტევესი "მანჩესტერ სიტის" კაპიტნად მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კლუბის აღმასრულებელ შეფს გერი კუკს აჯობა. ინგლისურმა ტაბლოიდებმა გამოიკვლიეს და გაიგეს, რომ არგენტინელი ფორვარდი კუკთამ მოსალაპარაკებლად არც დაჯდა. შეხვედრაში, რომელიც მანჩინის სახლში გაიმართა, კუკის ნაცვლად "სიტის" თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქი მონაწილეობდა.

ერთი სიტყვით, მთავარი საკითხის გადაწყვეტაში – დარჩება თუ არა ტევესი ისტლენდზე – კუკს მონაწილეობა არ მიუღია. ერთადერთი თემა, რომელსაც ის შეეხო, არგენტინელის კაპიტნად დატოვება-არ დატოვება გახლდათ. თურმე, აღმასრულებელი შეფი ამტკიცებდა, რომ სამკლავური კოლო ტურეს უნდა გადასცემოდა, თუმცა
მანჩინის, ტევესთან საკმაოდ რთული ურთიერთობის მიუხედავად დაუჩემებია, რომ კაპიტნად კვლავ არგენტინელი სჭირდებოდა.

როგორც "მანჩესტერ სიტისთან" დაკავშირებული წყაროები ამბობენ, ტევესს მანჩინის პოზიცია ძალიან გახარებია. ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ ამ ნაბიჯით ტევესსა და მანჩინის შორის ახლებური მეგობრობა ჩამოყალიბდება, რაც იტალიელ სპეციალისტს დანარჩენ მოთამაშეებთან ურთიერთობის მოგვარებაში დაეხმარება.

 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული