გლეიზერები მიდიან?

AutoSharing Option
ნუთუ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი გაურკვეველია? ყოველ შემთხვევაში, კლუბის მავანი დიდმოხელეებისგან გაზეთებმა შეიტყვეს, რომ ამერიკელი ძმები გლეიზერები კლუბის გაყიდვას აპირებენ.

"ოლდ ტრეფორდის" არა აღმასრულებელმა დირექტორმა (ასეთი თანამდებობაც ყოფილა) მაიკლ ედელსონმა დაუფარავად განაცხადა: "საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მეპატრონეთა ოჯახი ადრე თუ გვიან კლუბის გასხვისებას აპირებს".

ასე და ამგვარად, ყატარის სამეფო ოჯახსა პირადად შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის "იუნაიტედისთვის" გამოყოფილი 1,5 მილიარდი ფუნტის თამამად და საქმიანად ფრიალის საშუალება ეძლევათ. გლეიზერებს შესაშური ბიზნესი გამოუვათ: ამერიკელმა ძმებმა 5 წლის წინ პრემიერლიგის კლუბში 790 მილიონი
ფუნტი გადაიხადეს, ახლა კი თითქმის ორჯერ ძვირად გაყიდვის შესაძლებლობა ეძლევათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული