სამბა სხვის დაკრულზე არ ცეკვავს

AutoSharing Option
"ბლექბერნის" კაპიტანი კრის სამბა აცხადებს, რომ გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს. მიზეზი მწვრთნელ სემ ელერდაისის სამსახურიდან გაგდებაა. 26 წლის კონგოელი ფეხბურთელი ამბობს:

"თუ ჩვენი კლუბის ახალი პატრონები მის მართვას ასეთი მეთოდებით აპირებენ, მაშინ მე ამაში მონაწილეობა აღარ მსურს. მე გუნდის კაპიტანი ვარ და ასეთი სიტყვების თქმა მიჭირს, მაგრამ, მერწმუნეთ, სანამ ვიტყოდი ბევრი ვიფიქრე. საფეხბურთო სამყაროში ვერავინ გაიგო რატომ მოხსნეს სემი თანამდებობიდან. ფეხბურთელებს და ფანებს ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი სჭირდებათ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული