კაცი-მდოგვი

AutoSharing Option
ყოფილმა თანაგუნდელმა ელ-ჰაჯი დიუფმა ჯეიმი კარაგერს "არავინ" უწოდა. 29 წლის სენეგალელი 2002-2005 წლებში "ლივერპულში" თამაშობდა და მერსისაიდელ ვეტერანთან სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა ცუდი ურთიერთობა. ხუთი წლის წინანდელი ამბავი ახლა იმიტომ წამოტივტივდა, რომ კარაგერმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომლის წაკითხვის შემდეგ "ბლექბერნის" მემარჯვენე ფორვარდი აღშფოთდა:

"ლივერპულელებს კარაგერის ნაირი ათი ფეხბურთელი რომ ჰყავდეთ, ვერასდროს ვერაფერს მოიგებდნენ. ჩემთვის ის არავინ არის. მე მას ჰოთ-დოგზე მოსხმულ კეტჩუპს ან მდოგვს შევადარებდი".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული