ნანის რონალდო უშლიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი გარემარბი ნანი ამტკიცებს, რომ ამ სეზონში პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა მის გუნდსა და "ჩელსის" შორის გაიმართება. სხვა სიტყვებით, 24 წლის ვარსკვლავმა "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" ჩამოწერა. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფეხბურთს ვერ თამაშობს, მაგრამ შობას მაინც პირველ ადგილზე ეგებება. ნანიმ თქვა:

"ჩვენსა და "ჩელსის" გარდა ტიტულის კანდიდატად ვერავინ წარმომიდგენია. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ჩემპიონები ჩვენ გავხდებით".

მას მერე, რაც მისი თანამემამულე კრიშტიანო რონალდო "იუნაიტედიდან" "რეალში" წავიდა, ნანი ბრწყინვალედ ათამაშდა. ამის შესახებ გარემარბმა თქვა:

"რასაკვირველია, რონალდოს წასვლის
შემდეგ თავის გამოჩენა გამიადვილდა. რონალდო ხომ საოცარი ფეხბურთელია, რომელიც თამაშის დროს ყველაფერს იპყრობს. მე მის მხარდამხარ თამაში მსიამოვნებდა. ჩვენ კარგად ვუგებდით ერთმანეთს. მეორე მხრივ, არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ მისი წასვლის შემდეგ დანარჩენი ფეხბურთელები გამოვჩნდით. მეც გამომიჩნდა საშუალება ხალხისთვის ჩემი ნიჭი მეჩვენებინა. სერ ალექს ფერგიუსონმა თავდაცვის მნიშვნელობა ამიხსნა და მითხრა, რომ თუ დაცვაში კარგად ვითამაშებდი, შეტევაში უფრო ეფექტური გავხდებოდი. მწვრთნელი სავსებით მართალი აღმოჩნდა. მინდა კიდევ უფრო ძლიერად
ვითამაშო და მომავალ წელს "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მოვხვდე".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნანი კაი ფეხბურთელი კი ხარ მაგრამ ძაან მეეჭვება ამაზე შორს წახვიდე ;) :)
4rmd
15:24 24-12-2010
0

სიახლეები პოპულარული