10:41 24-12-2010
კი, კინს
AutoSharing Option
"ბლექბერნის" მწვრთნელად, 2010-11 წლების სეზონის დასრულებამდე, დაინიშნა სტივ კინი, რომელიც აქამდე გუნდში სემ ელერდაისის ასისტენტად მუშაობდა. მოგეხსენებათ, კლუბის ახალმა, ინდოელმა მეპატრონეებმა ელერდაისი სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს სამსახურიდან, რის შემდეგაც კინი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა, ახალა კი სრულფასოვანი თავკაცის უფლებებით აღიჭურვა. ამბობენ, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, "ბლექბერნის" ახლანდელ თავკაცს უკეთესი ურთიერთობა აქვს სააგენტო SEN-თან, რომელმაც, ხელშეკრულების თანახმად, კლუბს სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელები უნდა აყიდინოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული